"მოტივი გახლავთ ფულადი თანხის, 200 000 დოლარის წაღება..." - პროკურორის კომენტარი ბუდაპეშტის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე

"მოტივი გახლავთ ფულადი თანხის, 200 000 დოლარის წაღება..." - პროკურორის კომენტარი ბუდაპეშტის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე

"ბრალდებულებს ბრალად ედებათ ანგარებით განზრახ მკვლელობა და მოტივი ფულადი თანხის 200 000 დოლარის წაღებაა", - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბუდაპეშტის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორმა ინა გუგუშვილმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, არსებობს მოწმეთა ჩვენებები და მტკიცებულებები, რომელიც საშუალებას იძლევა, ბრალდებულთა მიმართ ბრალის წარდგენის. პროკურორი ადვოკატების ბრალდებასაც ეხმაურება, რომ შესაძლოა, ბრალდებული პირების ჩვენება ზეწოლის სახით ყოფილიყო მიცემული და აღნიშნავს, რომ მათზე არანაირ ზეწოლას არ ჰქონდა ადგილი.

"ბრალდებულებს ბრალად ედებათ ანგარებით განზრახ მკვლელობა, მოტივი გახლავთ ფულადი თანხის 200 000 დოლარის წაღება. არსებობს მოწმეთა ჩვენებები და მტკიცებულებები, რომელიც სრულად იძლევა საშუალებას ბრალის წარდგენის. ბრალდებულთა მიმართ ზეწოლა არ განხორციელებულა, დაკითხვის დროს შეთავაზებული იყო ადვოკატი, თუმცა მათ მიერ არ იყო ადვოკატის ყოლის სურვილი გამოთქმული", - განაცხადა ინა გუგუშვილმა. ბუდაპეშტის ქუჩაზე, ბაბუის მკვლელობაში ბრალდებულ შვილიშვილს და მის მეგობარს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებულები დუმილის უფლებას იყენებენ.

გამოძიების ინფორმაციით, 77 წლის მოხუცს შვილიშვილმა და მისმა მეგობარმა სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს, კვალის დაფარვის მიზნით, კი ბინაში ხანძარი გააჩინეს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

საქმესთან დაკავშირებით მომდევნო სასამართლო პროცესი 3 ივლისს გაიმართება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ