ქართული წარმომავლობის რამდენი ე.წ. კანონიერი ქურდი ჰყავს აღრიცხული შსს-ს მსოფლიოში

ქართული წარმომავლობის რამდენი ე.წ. კანონიერი ქურდი ჰყავს აღრიცხული შსს-ს მსოფლიოში

შს სამინისტროს ქართული წარმომავლობის 325 ე.წ. კანონიერი ქურდი ჰყავს აღრიცხული. როგორც ჟურნალისტებს შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა განუცხადა, მათი მცირე ნაწილი საქართველოში, საპყრობილეებში იმყოფება, ხოლო დიდი ნაწილი არის პოსტსაბჭოთა სივრცეში და ევროკავშირის ქვეყნებში.

"ორგანიზებული დანაშაული საქართველოში არის მინიმალურ დონეზე. ყველა შეფასებით, დანაშაულის სტატისტიკით, იმ სტანდარტებით რაც არის ევროკავშირის ქვეყნებში, ჩვენთან ორგანიზებული დანაშაული არის მინიმალურ დონეზე", - განუცხადა ჟურნალისტებს ხუციშვილმა.

შს მინისტრის მოადგილემ დღეს პარლამენტის ორ კომიტეტს რატიფიცირებისთვის საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის გაფორმებული შეთანხმება წარუდგინა. კომიტეტებმა სარატიფიკაციო დოკუმენტს მხარი დაუჭირა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ