ანა მარგველაშვილის კომენტარი მისი მეგობრის დაკავებასთან დაკავშირებით

ანა მარგველაშვილის კომენტარი მისი მეგობრის დაკავებასთან დაკავშირებით

პრეზიდენტის ქალიშვილის, ანა მარგველაშვილის განცხადებით, ის აპირებდა განცხადების გაკეთებას, რომ მის მეგობარს, თორნიკე კაჭარავას წამლის ჩადებას უპირებდნენ, რა დროსაც დაურეკეს და უთხრეს, რომ თორნიკე დააკავეს.

როგორც მარგველაშვილმა სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ს განუცხადა, თორნიკე კაჭარავას თან არაფერი ჰქონდა და ეს ზუსტად იცის.

"ვაკეთებდი განცხადებას ამის თაობაზე, რომ ჩემს მეგობარს, თორნიკე კაჭარავას უპირებდნენ ჩადებას, რა დროსაც დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩაუდეს რაღაცა ფხვნილი თუ წამალი, ჯერ არ ვიცით ზუსტად, არ არის გარკვეული. ველოდებით, ზუსტად ვიცით ყველამ, რომ რეალურად არაფერი ჰქონდა თან და როგორც მოგვდიოდა ხმები, ვაკეთებდი განცხადებას", - აღნიშნა ანა მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ქალიშვილის, ანა მარგველაშვილის მეგობარი თორნიკე კაჭარავა დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, კაჭარავა დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს. მათივე განცხადებით, საქმეზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

"საზოგადოებას მოვუწოდებ, ციხიდან გამომიყვანონ... პატრიარქს ვთხოვ შემხვდეს, გამესაუბროს" - ლევან ზურაბაშვილის წერილი "ინტერპრესნიუსს"

ლევან ზურაბაშვილის ადვოკატი გენერალურ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, 4 ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს