ანა მარგველაშვილი შიშობს, რომ მეგობრის მსგავსად, მისი სიძეც არ დააკავონ

ანა მარგველაშვილი შიშობს, რომ მეგობრის მსგავსად, მისი სიძეც არ დააკავონ

"ძალიან მეშინია, რომ ჩემს სიძეზეც, მინდიაზეც იგივე არ მოხდეს" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ქალიშვილმა ანა მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც მისი მეგობრის, თორნიკე კაჭარავას დაკავებაზე ისაუბრა.

ანა მარგველაშვილი დარწმუნებულია, რომ თორნიკე კაჭარავას ნარკოტიკი სამართალდამცავებმა ჩაუდეს.

"თორნიკე კაჭარავამ ნარკოტიკი საიდან ამოიღეს, ეგეც არ იცის. არაფერი არ იცის საერთოდ. არანაირ წინააღმდეგობას არ უწევდა პოლიციას არასდროს და ასეთი შემთხვევაც არც ჰქონია არასდროს. ფეხსაცმელი გახადეს, ბამბები ჩაუდეს, რომ დნმ-ს გიღებთო. ცემით არ უცემიათ, ხელი გაარტყეს. ძალიან მეშინია ჩემს სიძეზეც, მინდიაზეც იგივე არ მოხდეს, რომ იგივე სცენარი არ განმეორდეს" - განაცხადა ანა მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის შვილის მეგობარი თორნიკე კაჭარავა სამართალდამცველებმა გუშინ დააკავეს. მისთვის ბრალი ამ დრომდე არ წარუდგენიათ.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს