შსს - ოთარ ფარცხალაძის გამოკითხვა უახლოეს მომავალში მოხდება

შსს - ოთარ ფარცხალაძის გამოკითხვა უახლოეს მომავალში მოხდება

ოთარ ფარცხალაძისა და სხვა პირთა გამოკითხვა უახლოეს მომავალში მოხდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს კითხვის პასუხად, თუ როდის იგეგმება ყოფილი მთავარი პროკურორის დაკითხვაზე დაბარება.

უწყების ცნობით, გამოძიებამ დაასრულა ლაშა თორდიას გამოკითხვა. შესაბამისად, უახლოეს მომავალში მოხდება ოთარ ფარცხალაძისა და სხვა პირთა გამოკითხვა საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით.

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს გენერალური აუდიტორის - ლაშა თორდიას ცემის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი ნაწილით.

გამოძიების ამ ეტაპზე მოწმის სახით გამოკითხულია ათზე მეტი პირი, ჩატარებულია სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება, ექსპერტიზების დანიშვნის მიზნით, ნიმუშის სახით, გამოთხოვილია შესაბამისი მასალა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების პროცესი.

გამოძიებამ დაასრულა ლაშა თორდიას გამოკითხვა. შესაბამისად, უახლოეს მომავალში მოხდება ოთარ ფარცხალაძისა და სხვა პირთა გამოკითხვა საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით", - განმარტეს შსს-ში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ