შემზარავი ფაქტი - ბიძამ 10 წლამდე არასრულწლოვანი გააუპატიურა

შემზარავი ფაქტი - ბიძამ 10 წლამდე არასრულწლოვანი გააუპატიურა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწოვანზე სექსუალური ძალადობის საქმე გახსნა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე ერთი პირია დაკავებული. უწყებაში არ აკონკრეტებენ, თუმცა გავრცელებული ცნობით, დანაშაულში ეჭვმიტანილი დაზარალებული არასრულწლოვნის ბიძაა.

მომხდარზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 140-ე მუხლით მიმდინარებს, რაც გულისხმობს სქესობრივ კავშირს ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან.

დანაშაული ისჯება თავისუფლების შეზღუდვით, ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

შემთხვევა საქართველოს ერთ-ერთ რაიონში მოხდა. დაზარალებული 10 წლამდე ბავშვია.

გურჯაანში 16 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

"შევცდი... არ ვიცი, სატანა დამაჯდა მხარზე, თუ რა ჯანდაბა მოხდა" - დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ პროკურორს პატიმრობა შეეფარდა

ჰაკერები, ინტერნეტ ტოტალიზატორების საშუალებით, მოქალაქეების ანგარიშებიდან თანხებს ხსნიდნენ - დაკავებულია 4 პირი