ოთარ ფარცხალაძემ გამოკითხვაზე საცობების გამო დააგვიანა - ყოფილი მთავარი პროკურორის კომენტარი მედიასთან

ოთარ ფარცხალაძემ გამოკითხვაზე საცობების გამო დააგვიანა - ყოფილი მთავარი პროკურორის კომენტარი მედიასთან

ძველი თბილისის პირველ განყოფილებაში, გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიასთან დაპირისპირების საქმეზე ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის გამოკითხვა რამდენიმე წუთში დაიწყება.

ფარცხალაძე განყოფილებაში ადვოკატებთან - გაგი მოსიაშვილსა და მერაბ ჩიქოვანთან ერთად ცოტა ხნის წინ მოვიდა.

ფარცხალაძე 15:00 საათზე იყო დაბარებული, თუმცა გზებზე შექმნილი საცობის გამო, უწყებაში ერთსაათიანი დაგვიანებით მივიდა. ფარცხალაძე აღნიშნულ საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხება.

როგორც ცნობილია, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი ლაშა თორდია ოთარ ფარცხალაძე ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს.

ოთარ ფარცხალაძის განცხადებით, გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას მიმართ მისი მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება ჟურნალისტების შეკითხვას, თუ ვინ მიაყენა თორდიას ფიზიკური შეურაცხყოფა, ფარცხალაძის თქმით, ეს თავად გენერალურ აუდიტორს უნდა ვკითხოთ.

იხილეთ ვიდეო

"როგორც ადვოკატმა თქვა, ინციდენტი იყო წამიერი", - განაცხადა ფარცხალაძემ საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ