პრეზიდენტის შვილის მეგობარ თორნიკე კაჭარავას პატიმრობა შეეფარდა

პრეზიდენტის შვილის მეგობარ თორნიკე კაჭარავას პატიმრობა შეეფარდა

პრეზიდენტის შვილის მეგობარ თორნიკე კაჭარავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მოსამართლე ელენე გოგუაძემ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდების თაობაზე და კაჭარავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

როგორც მოსამართლემ განმარტა, სასამართლოში წარმოდგენილი საქმის მასალებით კაჭარავას ბრალი მძიმე კატეგორიის დანაშაულში ედება. თუმცა, ელენე გოგუაძემ აღნიშნა, რომ მისი გადაწყვეტილება მხოლოდ ამ გარემოებას არ ეფუძნება. მოსამართლის თქმით, დაკავებისას სამართალდამცველების მხრიდან ზეწოლის ფაქტები კაჭარავას არ დაუფიქსირებია არც ჩხრეკის ოქმში და არც დაკავების ოქმში, შესაბამისად, მხოლოდ სასამართლო პროცესზე ისაუბრა ამ ფაქტებთან დაკავშირებით. მოსამართლემ ასევე აღნიშნა, რომ ნარკოდანაშაულს, რომელშიც კაჭარავას ბრალი ედება, ახასიათებს განგრძობადობა და განმეორებითობა.

"დასადგენია, თქვენგან ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერების წარმომავლობა, ასევე დანიშნულება და, შესაბამისად, არსებობს საფრთხე, რომ გამოძიებას ამ კუთხით ხელი შეეშალოს", - განაცხადა მოსართლე ელენე გოგუაძემ. მან ასევე ბრალდებულს განუმარტა, რომ წინასასამართლო სხდომაზე, რომელიც 26 ივნისსაა ჩანიშნული, აუცილებლად მოხდება ბრალდებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვა.

მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებას დარბაზში მყოფი დაკავებულის ახლობლების უკმაყოფილება მოჰყვა. რამდენიმე მათგანმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. სასამართლო დარბაზი ასევე უკომენტაროდ დატოვა პრეზიდენტის შვილმა ანა მარგველაშვილმა, რომელიც სასამართლო პროცესს ესწრებოდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ