ინტიმური ვიდეომასალა ე.წ. ციანიდის საქმეში, რომელიც გიორგი მამალაძეს და მესამე პირს ეხება - რას ამხელს პროკურორი

ინტიმური ვიდეომასალა ე.წ. ციანიდის საქმეში, რომელიც გიორგი მამალაძეს და მესამე პირს ეხება - რას ამხელს პროკურორი

ე.წ. ციანიდის საქმეში დევს ინტიმური ვიდეომასალა, რომელიც როგორც ბრალდებულ გიორგი მამალაძეს, ასევე მესამე პირს ეხება. ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა სასამართლო პროცესის დახურვის შუამდგომლობის დაყენებისას განაცხადა. პროკურორმა იმ არგუმენტებზე ისაუბრა, რის გამოც სახელმწიფო ბრალდება სასამართლო განხილვების დახურვას ითხოვს, მათ შორის ერთ-ერთია პირადი ცხოვრების დაცვა.

"მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულმა განაცხადა, თითქოს მას დასამალი არაფერი აქვს, არსებობს ასევე მესამე მხარის, საზოგადოების ინტერესები და ჩვენ ვერ ვისაუბრებთ გიორგი მამალაძის პირად ცხოვრებაზე ღიად. ასევე როგორც მოგეხსენებათ, ცალკე მიმდინარეობს ძიება ბრალდებულის შესაძლო თანამზრახველების გამოსავლენად. გამოძიების დაწყების მომენტიდან პროკურატურამ ამ საქმეზე ინფორმაციის გამჟღავნება შეზღუდა", - განაცხადა პროკურორმა.

პროკურორმა ასევე მოსამართლის ყურადღება ერთ-ერთ მოწმეზე განხორციელებულ მუქარისშემცველ ზარზეც გაამახვილა.

იხილეთ ვიდეო

"დადგენილია, რომ მუქარისშემცველი ზარი განხორციელებულია ბრალდებულ გიორგი მამალაძის ახლობლის მხრიდან და ეს ზარი იყო რელიგიური მოტივის", - განაცხადა პროკურორმა.

როგორც დეკანოზმა გიორგი მამალაძემ დღევანდელ პროცესზე განაცხადა, "მისი დაკავება არ მომხდარა აეროპორტში".

მისი თქმით, აეროპორტიდან წამოსვლის შემდეგ მანქანაში "მოხდა მისი შებოჭვა", ხოლო პროკურატურაში ჩაუტარდა ჩხრეკა.

"ჩემი დაკავება არ მომხდარა აეროპორტში. მანქანაში რომ ჩავჯექი, მოხდა ჩემი შებოჭვა. მეუბნებოდნენ, რომ მე ვაპირებდი პატრიარქის მოკვლას. ჩხრეკა მოხდა პროკურატურაში და არავითარი განმარტება არ მოუციათ. არ მარეკინებდნენ ადვოკატთან ან ვინმესთან. მეუბნებოდნენ, ხან პატრიარქის მოკვლას ვგეგმავდი, ხან რომელიღაც სასულიერო პირის. ჩვენებაში დავაფიქსირე ეს ყველაფერი", - განაცხადა მამა გიორგი მამალაძემ.

წაიკითხეთ ასევე: მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი - ეს არის ინტიმური ვიდეოებით შანტაჟი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ