მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი - ეს არის ინტიმური ვიდეოებით შანტაჟი

მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი - ეს არის ინტიმური ვიდეოებით შანტაჟი

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ პროკურორები ინტიმური ვიდეოებით შანტაჟში დაადანაშაულა. როგორც სასამართლო განხილვების დახურვის თაობაზე ბრალდების შუამდგომლობის საპასუხოდ ფანცულაიამ განაცხადა, ამ საქმესთან არაფერი კავშირი არ აქვს მამა გიორგი მამალაძის პირად ცხოვრებას.

"ეს არის ინტიმური ვიდეოებით შანტაჟი და მუქარა თქვენს მიმართ ბატონო მოსამართლე. აქ არაფერ შუაშია მამა გიორგი მამალაძის პირადი ცხოვრება. მამაოს პირადი ცხოვრება მისი ოჯახია", - განაცხადა ფანცულაიამ.

ადვოკატის აღნიშნულ განცხადებას პროკურორების უკმაყოფილება მოჰყვა. მათ დაცვის მხარეს კორექტულობისკენ მოუწოდეს. ე.წ. ციანიდის საქმეში დევს ინტიმური ვიდეომასალა, რომელიც როგორც ბრალდებულ გიორგი მამალაძეს, ასევე მესამე პირს ეხება. ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა სასამართლო პროცესის დახურვის შუამდგომლობის დაყენებისას განაცხადა.

ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ პროკურატურა ცდილობს, დეკანოზის დისკრედიტაციას საზოგადოების თვალში იმ ჩანაწერებით, რომელიც საქმეშია.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ