დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პროტესტის ნიშნად სასამართლო სხდომა დატოვა

დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პროტესტის ნიშნად სასამართლო სხდომა დატოვა

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულმა, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ სხდომების დახურვის გადაწყვეტილების საპროტესტოდ პროცესი დატოვა.

"პროტესტის ნიშნად ვტოვებ სხდომას და მოვუწოდებ ასევე ჩემს ადვოკატებს, დატოვონ სასამართლო და არ დაესწრონ სხდომებს", - განაცხადა მამალაძემ.

პროცესი დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმაც დატოვეს.

მათი თქმით, დეკანოზს ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაენიშნება სხვა ადვოკატი, ვინაიდან ეს თავად ბრალდებულს არ სურს.

ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო პროცესების განხილვა მთლიანად დახურულ ფორმატში გაიმართება. შესაბამისი გადაწყვეტილება საქმის მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მოსამართლემ საქმის განხილვის სრულად დახურვით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

პროკურატურამ სხდომების დახურვის მოთხოვნა დღევანდელ პროცესზე იმით დაასაბუთა, რომ საქმეში არსებობს აუდიო, ვიდეო და წერილობითი მტკიცებულებები, რომელიც როგორც ბრალდებული მამა გიორგის, ისე სხვა პირების პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას და ხშირ შემთხვევაში ინტიმურ დეტალებს შეიცავს.

იხილეთ ვიდეო: ჩაშლილი პროცესი და ბრალდებული დეკანოზის პროტესტი - რატომ დატოვა მამალაძემ სასამართლო სხდომა?

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ