ადვოკატი - რა წესით დაუნიშნეს დეკანოზ გიორგი მამალაძეს სახაზინო ადვოკატი? სასამართლო ჰქვია და კანონები არ იციან

ადვოკატი - რა წესით დაუნიშნეს დეკანოზ გიორგი მამალაძეს სახაზინო ადვოკატი? სასამართლო ჰქვია და კანონები არ იციან

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულს სავარაუდოდ, 22 მაისს მოინახულებენ. ამის შემდეგ გადაწყდება, რა სამართლებრივი რეაგირება ექნებათ ადვოკატებსა და ბრალდებულს სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებაზე, დეკანოზისთვის სახაზინო ადვოკატის დანიშვნასთან დაკავშირებით.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დეკანოზის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განუცხადა, სახაზინო ადვოკატი იმ შემთხვევაში ინიშნება, თუ საქმეში არ არსებობს არც ერთი კერძო ადვოკატი, დეკანოზს კი არა სამი, არამედ ინტერესების 4 დამცველი ჰყავს.

"მეოთხე ადვოკატს რას უპირებენ? რა წესით დანიშნეს სახაზინო ადვოკატი?! სასამართლო რომ გქვია და კანონები რომ არ იციან? ადვოკატ ეკა ლომიძეს რას უპირებენ? მას რა უფლებით ჩამოართვეს საადვოკატო საქმიანობა და ეს არის თუ არა მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი? რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აუცილებლად გავასაჩივრებთ", - განაცხადა ფანცულაიამ.

ადვოკატის ინფორმაციით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ინტერესების დამცველები ორშაბათს გაასაჩივრებენ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ბესიკ ბუგიანიშვილის განკარგულებას ადვოკატების გაძევებასთან დაკავშირებით.

"ჩამბარდა ეს განკარგულება, სადაც წერია, რომ წესრიგის დარღვევისთვის გაგვაძევეს ადვოკატები. სხდომის ოქმში დაფიქსირებულია, რომ მე დავტოვე დარბაზი და გაუგებარია როგორ გამაძევა მოსამართლემ?" - აღნიშნა ფანცულაიამ.

19 მაისს გამართულ სასამართლო სხდომაზე დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა. ამის მიზეზი მოსამართლის გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვის ყველა სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. დეკანოზმა დარბაზის დატოვებამდე ადვოკატებსაც მოუწოდა დაეტოვებინათ სხდომა, რის შემდეგაც სასამართლო პროცესი მამალაძის სამივე ადვოკატმა დატოვა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ