პროკურატურა - ოთარ წოწორიას სახლიდან ამოღებული რევოლვერი სროლისთვის ვარგისი არ არის, ამოღებული ნივთები კი მის გარდაცვლილ სიმამრს ეკუთვნოდა

პროკურატურა - ოთარ წოწორიას სახლიდან ამოღებული რევოლვერი სროლისთვის ვარგისი არ არის, ამოღებული ნივთები კი მის გარდაცვლილ სიმამრს ეკუთვნოდა

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის მოსამართლე ნონა წოწორიას ძმის, ოთარ წოწორიას საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული ნივთები მის სიმამრს ეკუთვნოდა, რომელიც გარდაცვლილია.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, ექსპერტიზით დადგინდა, რომ ჩხრეკის შედეგად ამოღებული რევოლვერი დამზადებულია კუსტარული წესით, მაგრამ არ არის ვარგისი სროლისთვის და არ მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას, ხოლო ამოღებული ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.

"გამოძიების მიერ, გადაუდებელ შემთხვევაში, ჩატარდა ოთარ წოწორიას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რომელსაც ოთარ წოწორიასთან ერთად ესწრებოდა მისი ადვოკატი. ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა რევოლვერი და სხვადასხვა სახის 227 ვაზნა. გადაუდებელ შემთხვევაში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება კანონიერად იქნა ცნობილი სასამართლოს მიერ. რევოლვერის და ვაზნების ვარგისიანობის დადგენის მიზნით საქმეზე დაინიშნა და ჩატარდა ბალისტიკური ექსპერტიზა. ექსპერტიზით დადგინდა, რომ ამოღებული რევოლვერი დამზადებულია კუსტარული წესით, მაგრამ არ არის ვარგისი სროლისთვის და არ მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას, ხოლო ამოღებული ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.

გამოძიების მიერ დაიკითხა ოთარ წოწორია და მისი ოჯახის წევრები: მეუღლე, მეუღლის და და ოთარ წოწორიას სიდედრი, რომელთა ჩვენებების საფუძველზე დადგინდა, რომ ამოღებული ნივთები ეკუთვნოდა ოთარ წოწორიას სიმამრს - ა. ა-ს. ჩატარებული გამოძიებით დადასტურდა ა. ა-ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, მაგრამ ვინაიდან იგი 2017 წლის 11 მაისს გარდაიცვალა, პროკურორის დადგენილების საფუძველზე 2017 წლის 20 მაისს, სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემი პირის გარდაცვალების გამო", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ