დადგენილია იმ პირის ვინაობა, ვინც ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის მიმართულებით ისროლა

დადგენილია იმ პირის ვინაობა, ვინც ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის მიმართულებით ისროლა

სამართალდამცველებმა იმ პირის ვინაობა დაადგინეს, ვინც ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის მიმართულებით ისროლა. როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ში განუცხადეს, სამართალდამცველებმა აღნიშნული პირის საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკა ჩაატარეს, რის შედეგადაც ამოღებულია რეგისტრირებული ცეცხლსასროლი რევოლვერი და ამავე რევოლვერისთვის განკუთვნილი "გეკოს" ვაზნები.

"შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაადგინეს იმ პირის ვინაობა, რომელმაც 19 მაისს, თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩაზე მდებარე ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა. სროლის შედეგად კლინიკის მე-3 სართულზე არსებული პალატის ფანჯარა დაზიანდა.

სამართალდამცველებმა, გამოძიების ფარგლებში, დაუყოვნებლივ ჩაატარეს აღნიშნული პირის ბინის ჩხრეკა, საიდანაც რეგისტრირებული ცეცხლსასროლი რევოლვერი და ამავე რევოლვერისთვის განკუთვნილი "გეკოს" ვაზნები ამოიღეს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება გრძელდება ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლით", - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ