დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატრიარქოს სასამართლოში უჩივის

დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატრიარქოს სასამართლოში უჩივის

ცილისწამებისთვის, პატივისა და ღირსების შელახვისთვის ედიშერ ქარჩავას განცხადების საფუძველზე, საპატრიარქოს წინააღმდეგ სასამართლოს მივმართავთ, - ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით, სასამართლოს უახლოეს ხანში მიმართავენ.

"ე.წ. ტრანზაქციები, რომლებიც თურმე ხორციელდებოდა, არის სრული სიცრუე. მინდა ხაზი გავუსვა ერთ ფაქტს, რომ გიორგი მამალაძის კომპიუტერში იყო ეს ინფორმაცია - ეს კომპიუტერი ინახება პროკურატურაში, ეს არის პროკურატურის მიერ ამოღებული ე.წ. ვითომდა ტრანზაქციები, რომელიც გადაეცა საპატრიარქოს. ედიშერ ქარჩავას მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოსდა ეს საბუთები ინახებოდა საპატრიარქოში, რომელიღაც სასულიერო პირთან, ეს არის სიცრუე. არ ინახებოდა", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ცილისწამებაა ამ ინფორმაციის გავრცელება, რადგან პროკურატურას რაიმე დანაშაულო რომ ენახა, ამ ფორმით არ გაავრცელებდა ინფორმაციას. "ეს არის მიზანმიმართული იმისკენ, რომ მამა გიორგის ცილი დასწამონ და ინფორმაციაც ამ მეთოდით ამიტომ გაავრცელეს", - განაცხადა რამიშვილმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ