კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
17:25 / 22-05-2017
რას ყვება დედის მკვლელობაში ბრალდებულის მეზობელი დედა-შვილის ურთიერთობაზე და ტრაგედიის ღამის შესახებ
ორთაჭალაში ორი დღის წინ ტრაგედია დატრიალდა - ახალგაზრდა ქალმა მოხუცი დედა მოკლა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, დედის მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს სახელმწიფო ბალეტის ბალერინა ანა მურადელია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულში ბრალდებული ახალგაზრდა ქალი უკვე დააკავა. როგორც ირკვევა, დედა-შვილი სახლში მარტო ცხოვრობდა, ანას მამა რამდენიმე წლის გარდაცვლილია. მეზობლები იხსენებენ, რომ ანა მურადელს და მოხუც დედას კონფლიქტი ხშირად ჰქონდათ.

PALITRAVIDEO-სთან საუბრისას, მურადელების ოჯახის მეზობელი მკვლელობის ღამეს იხსენებს. ქალბატონმა ვინაობის გამხელა არ ისურვა:

იხილეთ ვიდეო

"ანი აყვანილი ყავდა ოჯახს, თუ
არ ვცდები ბელორუსიდან ჩამოიყვანეს, 2-3 წლის იყო დაახლოებით. ძირითადად ზრდიდა მამა, დედა თითქმის არ იღებდა მის აღზრდაში მონაწილეობას, ხანდახან სადმე თუ წაიყვანდა ხოლმე, მამა ზრდიდა. ძალიან ნიჭიერი გოგო აღმოჩნდა. მამას დაყავდა სამხატვროში და ბალეტს ცეკვავდა, პრიმა იყო. მამა ძალიან ამაყობდა მისით, ანის ძალიან უყვარდა მამა, დედამ კი ვერ გამონახა მასთან საერთო ენა...

სანამ მამამისი იყო, ყველაფერი კარგად მიდიოდა... ერთხელ ანიმ ფეხი დაიზიანა, ოპერაცია ვერ გაუკეთეს კარგად, მერე მეორე ოპერაციაც გაუკეთეს და ისიც არ იცოდა, შეძლებდა თუ არა პროფესიაში დაბრუნებას. ამ დროს მამაც გარდაიცვალა, ძალიან განიცადა, სმა დაიწყო და რამდენჯერმე სასმელის გამო მკურნალობდა კიდეც. სიმართლე გითხრათ, ბოლო დროს ვფიქრობდი ანი კარგადაა აღარ დაიწყებს სმას-მეთქი, ერთი წელი პროფესიაშიც დაბრუნდა, წარმატებაც ჰქონდა, თვითონაც მშვენივრად გამოიყურებოდა.

ტრაგედიამდე ერთი დღით ადრე, სადარბაზოში შემხვდა და ძალიან ცუდად გამოიყურებოდა, ისეთი გამხდარი და გაფითრებული იყო, ვკითხე - ანი რა გჭირს, რატომ ხარ ასე-მეთქი. აღმოჩნდა, რომ ისევ დალია. ვუთხარი რამდენი ხანი იკავებდი თავს და ახლა რა მოხდა-მეთქი. ხელი ჩაიქნია, თვითონაც არ იყო ამ მდგომარეობით კმაყოფილი, ვეღარ ართმევდა თავს. მკვლელობის ღამეს, ვიწექი უკვე, ანი იდგა კართან და მითხრა, წამოდიო და ხელი მტაცა, ძლიერი იყო ძალიან. მიმეორებდა წამოდი, წამოდიო. ისევ მთვრალი იყო და თავი ავარიდე, ასეთ დროს აგრესიული ხდებოდა ძალიან.

მოგვიანებით, კარზე ვუკაკუნე და ყვიროდა თავი დამანებეთ, მეძინებაო. ვუთხარი დედაშენი მალაპარაკე-მეთქი და დედაჩემს ძინავს შემეშვით, არ გავაღვიძებო. მეორე დღეს პოლიცია მოვიდა, არ აღებდა კარს. პოლიციამ შემოვამტვრევთო და მაშინ გაუღო. ლამარაც იქვე იწვა, პირქვე, სისხლი ქონდა თავზე და იქვე ვაზის ნამსხვრევები ეყარა. თავიდან ვიფიქრე, იქნებ წაიქცა, 84 წლის მოხუცია-მეთქი, მაგრამ როგორც გავიგე, ანიმ თვითონ აღიარა მისი მკვლელობა. ძალიან მეცოდება ანი, ძალიან კარგი გოგოა...", - ყვება მურადელების მეზობელი მკვლელობის ღამის შესახებ.

მარიამ ლორთქიფანიძე
AMBEBI.GE

10:52 / 31-05-2017
ნია
1
ნამდვილად, მეც ზალიან მიკვირს ეს ყველაფერი..... განათლებული გოგო, ასეთ საზოგადოებაში ტრიალებდა.... რა ვიცი.....ქმარს როცა გაშორდა, ხედავდა დედას ძალიან არ უყვარდა....როგორც ყველა ამბობს, მე ნამდვილად არ ვიცნობდი და არ ვიცი.... ამდგარიყო და ტავისი კუთხე ,,მოეწყო''' თუნდაც ერთოტახიანი რამე... მშვიდად იქნებოდა...სასამართლოც არსობობს და სხვა გზაც ბევრი იყო.....მაინცა და მაინც მკვლელობა????? ხან ვფიქრობ, რომ ალბათ როცა დაიბადა შუბლზე ასეთი ბედისწერა დაეწერა, თორე......როცა ხედავ რომ ვირაცას არ უნდიხარ ძალით იმასტან რატო უნდა გაჩერდე????
გამოეხმაურე / 0 /
12:18 / 30-05-2017
s
3
ამ საზიზღრებმა ბინა წაართვესო, დაუძლეველი ლოთი გამოდის ვერ ხედავთ? დედის დანაშაული რაშია რომ უშლიდა? პატარა იყო და წილს ვერ წაიღებდა? გაოცებული ვარ ზოგის კომენტარით. თქვენც იგივეს გამკეთებლები ხართ და შვილებსაც მაგ ლოგიკით გაზრდით.
გამოეხმაურე / 0 /
მსგავსი სიახლეები
ეჭვმიტანილი 39 წლის ქართველი მამაკაცი, ეროვნებით რუს მეუღლესთან ერთად ქალაქ ულმში ცხოვრობდა
მარეკ დუდაევი სოფლის ყოფილ კლუბში მოკლული იპოვეს
+VIDEO "სამსონ ქუთათელაძესთან ყველა თანამშრომელს კარგი ურთიერთობა ჰქონდა"
მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღითაა ჩადენილი
ქალი და მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული
ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ
ბიჭები ერთად სვამდნენ, მოკლულსა და ბრალდებულს შორის კონფლიქტი სუფრასთან დაიწყო
ახალგაზრდა სახლიდან 31 დეკემბერს გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
კონცერტში სრულიად უსასყიდლოდ მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს სახელმწიფო...
„ექვთიმე ღვთისკაცი“ - 20 იანვარს ფილარმონიაში და...
ბალკანური ფოლკლორის, როკისა და სიმფონიიის საოცარ სინთეზს...
ყოველ ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს წარმოგიდგენთ ლაივებს.
18:15 / 20-01-2018  Image "მე გადავრჩი, მაგრამ ბევრი არ გადარჩენილა ზუსტად მაგ გზაზე..." - რას წერს რუსთავის გზატკეცილზე ავარიაში მოყოლილი გოგონა
"რატომ გვწირავთ?! სად არის გამაფრთხილებელი ნიშანი?!"
14:10 / 20-01-2018  Image საბა სამუშიამ ოთხი ადამიანი დაჭრა - პროკურატურა რესტორან "აღაში" მომხდარ ფაქტზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საბა სამუშიამ სამი ადამიანი დაჭრა
15:30 / 20-01-2018  Image სიყვარული დაფრინავს - რომის პაპმა თვითმფრინავში ბორტგამცილებლები დააქორწინა
ჯვრისწერის სერტიფიკატი პაპის თანმხლებმა კარდინალმა იქვე გააფორმა
19:43 / 19-01-2018  Image "გერმანულ ბანკში ვმუშაობ... სამუშაოს დასრულების შემდეგ სიმღერაზე გავრბივარ" - ქართველი გოგონას წარ­მა­ტე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში
"ჭეშ­მა­რი­ტი გერ­მა­ნე­ლი მა­მა­კა­ცი ვერც წარ­მო­მიდ­გე­ნია ჩემ გვერ­დით"
15:07 / 20-01-2018  Image არასამთავრობოები "ბასიანის საქმეზე" - "...საქმეში შესაძლოა ჩართული იყოს ერთ-ერთი პოლიტიკური თანამდებობის პირი"
აღნიშნულ საქმეზე ამ დრომდე განხორციელებულმა მართლმსაჯულებამ საზოგადოებაში არაერთი კითხვა გააჩინა

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49