რას ყვება დედის მკვლელობაში ბრალდებულის მეზობელი დედა-შვილის ურთიერთობაზე და ტრაგედიის ღამის შესახებ

რას ყვება დედის მკვლელობაში ბრალდებულის მეზობელი დედა-შვილის ურთიერთობაზე და ტრაგედიის ღამის შესახებ

ორთაჭალაში ორი დღის წინ ტრაგედია დატრიალდა - ახალგაზრდა ქალმა მოხუცი დედა მოკლა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, დედის მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს სახელმწიფო ბალეტის ბალერინა ანა მურადელია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულში ბრალდებული ახალგაზრდა ქალი უკვე დააკავა. როგორც ირკვევა, დედა-შვილი სახლში მარტო ცხოვრობდა, ანას მამა რამდენიმე წლის გარდაცვლილია. მეზობლები იხსენებენ, რომ ანა მურადელს და მოხუც დედას კონფლიქტი ხშირად ჰქონდათ.

PALITRAVIDEO-სთან საუბრისას, მურადელების ოჯახის მეზობელი მკვლელობის ღამეს იხსენებს. ქალბატონმა ვინაობის გამხელა არ ისურვა:

იხილეთ ვიდეო

"ანი აყვანილი ყავდა ოჯახს, თუ არ ვცდები ბელორუსიდან ჩამოიყვანეს, 2-3 წლის იყო დაახლოებით. ძირითადად ზრდიდა მამა, დედა თითქმის არ იღებდა მის აღზრდაში მონაწილეობას, ხანდახან სადმე თუ წაიყვანდა ხოლმე, მამა ზრდიდა. ძალიან ნიჭიერი გოგო აღმოჩნდა. მამას დაყავდა სამხატვროში და ბალეტს ცეკვავდა, პრიმა იყო. მამა ძალიან ამაყობდა მისით, ანის ძალიან უყვარდა მამა, დედამ კი ვერ გამონახა მასთან საერთო ენა...

სანამ მამამისი იყო, ყველაფერი კარგად მიდიოდა... ერთხელ ანიმ ფეხი დაიზიანა, ოპერაცია ვერ გაუკეთეს კარგად, მერე მეორე ოპერაციაც გაუკეთეს და ისიც არ იცოდა, შეძლებდა თუ არა პროფესიაში დაბრუნებას. ამ დროს მამაც გარდაიცვალა, ძალიან განიცადა, სმა დაიწყო და რამდენჯერმე სასმელის გამო მკურნალობდა კიდეც. სიმართლე გითხრათ, ბოლო დროს ვფიქრობდი ანი კარგადაა აღარ დაიწყებს სმას-მეთქი, ერთი წელი პროფესიაშიც დაბრუნდა, წარმატებაც ჰქონდა, თვითონაც მშვენივრად გამოიყურებოდა.

ტრაგედიამდე ერთი დღით ადრე, სადარბაზოში შემხვდა და ძალიან ცუდად გამოიყურებოდა, ისეთი გამხდარი და გაფითრებული იყო, ვკითხე - ანი რა გჭირს, რატომ ხარ ასე-მეთქი. აღმოჩნდა, რომ ისევ დალია. ვუთხარი რამდენი ხანი იკავებდი თავს და ახლა რა მოხდა-მეთქი. ხელი ჩაიქნია, თვითონაც არ იყო ამ მდგომარეობით კმაყოფილი, ვეღარ ართმევდა თავს. მკვლელობის ღამეს, ვიწექი უკვე, ანი იდგა კართან და მითხრა, წამოდიო და ხელი მტაცა, ძლიერი იყო ძალიან. მიმეორებდა წამოდი, წამოდიო. ისევ მთვრალი იყო და თავი ავარიდე, ასეთ დროს აგრესიული ხდებოდა ძალიან.

მოგვიანებით, კარზე ვუკაკუნე და ყვიროდა თავი დამანებეთ, მეძინებაო. ვუთხარი დედაშენი მალაპარაკე-მეთქი და დედაჩემს ძინავს შემეშვით, არ გავაღვიძებო. მეორე დღეს პოლიცია მოვიდა, არ აღებდა კარს. პოლიციამ შემოვამტვრევთო და მაშინ გაუღო. ლამარაც იქვე იწვა, პირქვე, სისხლი ქონდა თავზე და იქვე ვაზის ნამსხვრევები ეყარა. თავიდან ვიფიქრე, იქნებ წაიქცა, 84 წლის მოხუცია-მეთქი, მაგრამ როგორც გავიგე, ანიმ თვითონ აღიარა მისი მკვლელობა. ძალიან მეცოდება ანი, ძალიან კარგი გოგოა...", - ყვება მურადელების მეზობელი მკვლელობის ღამის შესახებ.

მარიამ ლორთქიფანიძე

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ