ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი - ლაშა თორდიამ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას მოპოვებული ინფორმაცია პირადი მიზნებისთვის გამოიყენა

ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი - ლაშა თორდიამ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას მოპოვებული ინფორმაცია პირადი მიზნებისთვის გამოიყენა

ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატები გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას "აუდიტორთა ეთიკის კოდექსის" დარღვევაში ადანაშაულებს.

როგორც ფარცხალაძის ადვოკატმა მერაბ ჩიქოვანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გენერალურმა აუდიტორმა დარღვია "აუდიტორთა ეთიკის კოდექსი" იმით, რომ კონკრეტული შემოწმების შემაჯამებელი პროექტის არარსებობამდე ისაუბრა შემოწმების დეტალებზე და კონკრეტულ შედეგებზე.

ჩიქოვანის თქმით, გენერალურმა აუდიტორმა ასევე პირადი მიზნებისთვის გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას მოპოვებული ინფორმაცია, რაც ასევე "აუდიტორის ეთიკის კოდექსის" დარღვევაა.

"გუშინდელი განცხადება, რომელიც გაკეთბა გენერალური აუდიტორისა და მისი მოადგილის მიერ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. ამ დასკვნაში არაფერია ნათქვამი 2013-2014 წლებზე, როდესაც ამ კომპანიამ კომპენსაციის მოთხოვნა დაიწყო. გუშინდელი განცხადება ემსახურება იმ მიზანს, რომ რამენაირად გაამართლოს საკუთარი ნათქვამი, რომ თავდასხმა მოხდა კონკრეტული შემოწმებისა თუ დასკვნის გამო", - განაცხადა მერაბ ჩიქოვანმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ