"კანიბალიზმის საქმეში" ბრალდებული: "ადვოკატი არ მჭირდება, შემდეგ პროცესზე ღმერთს მოვიყვან"

 "კანიბალიზმის საქმეში" ბრალდებული: "ადვოკატი არ მჭირდება, შემდეგ პროცესზე ღმერთს მოვიყვან"

"მე ადვოკატი არ მჭირდება, შემდეგ პროცესზე ღმერთს მოვიყვან, რომელიც მე დამიცავს, ასე გამომიცხადა პროცესზე" - ამის შესახებ 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ბექა შენგელიამ საკუთარ ადვოკატს ლალი ბიწოშვილს განუცხადა.

როგორც ბექა შენგელიას ყოფილმა ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ბრალდებულმა მისი აცილება მოითხოვა, გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ის საკუთარ თავს თვითონ დაიცავს.

"ჩვენება უნდა მიეცა ბექა შენგელიას, რაზეც შეთანხმებულები ვიყავით, დღეს ის საკმაოდ არაადეკვატური იყო, ილაპარაკა ღმერთზე, ასევე იმაზე, რომ ადვოკატი არ სჭირდება და რომ შემდეგ პროცესზე ღმერთს მოიყვანს, რომელიც მას დაიცავს. მე მადლობა გადამიხადა, რაც ვიშრომე და მითხრა, რომ მისი მსოფლმხედველობიდან გამომდინარე, თურმე პლანეტებმა უკარნახეს, რომ ადვოკატი არ სჭირდება", - განაცხადა ლალი ბიწაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს ბექა შენგელიას ჩვენება არ მიუცია და ურთიერთგამომრიცხავ საკითხებზე ისაუბრა. "მან თქვა, რომ თან მოკლა, თან არ მოკლა, ასევე განაცხადა, რომ თან ეთანხმება პირველ ჩვენებას, თან არ ეთანხმება", - განაცხადა ლალი ბიწაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: ბექა შენგელია ადვოკატს - მე ადვოკატი არ მჭირდება, შემდეგ პროცესზე ღმერთს მოვიყვან, რომელიც მე დამიცავს

"არსებობს დაჯგუფება "თეთრი ისარი", რომელმაც მირიან ნიკოლაძეზე ინფორმაცია მომაწოდა" - ზ.ხ-ს მამა არ გამორიცხავს, რომ დღესვე დააკავონ

თბილისში 37 წლის მამაკაცი გაიტაცეს - პოლიციამ 5 ბრალდებული იმ დროს დააკავა, როცა გატაცებული ქობულეთში გადაჰყავდათ

"სხვა სული ჩამისახლდა, უცნაური ხილვები მაქვს... ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ვიღაც მეძებს" - "კანიბალიზმის საქმეზე" მსჯავრდებული ექსტრასენსს ეძებს