"ბარის თანამშრომელმა ფარცხალაძე-თორდიას ვიდეოზე ამოიცნო პირი, რომელმაც მოახდინა იარაღით ხალხის დაშინება"

"ბარის თანამშრომელმა ფარცხალაძე-თორდიას ვიდეოზე ამოიცნო პირი, რომელმაც მოახდინა იარაღით ხალხის დაშინება"

"ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფე-ბარის "პამ კლუბი" თანამშრომელმა ლაშა თორდიას იდენტიფიცირება ფარცხალაძე-თორდიას კონფლიქტის ამსახველი ვიდეოს შემდეგ მოახდინა" - ამის შესახებ ადვოკატმა, ცოტნე ცანავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გიორგი კალაძე აცხადებს, რომ 2016 წლის 24 დეკემბერს ღამე, მთვრალი პირი არაადეკვატური მოქმედებებით გამოირჩეოდა.

"მოხდა შელაპარაკება ამ დაწესებულების ერთ-ერთ თანამშრომელთან, ხმის ოპერატორთან და ერთ-ერთმა პირმა მას სთხოვა მუსიკისთვის ხმა მოემატებინა. ის გაიყვანეს ბარიდან, მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ შემოვიდა ბარში იარაღით და განახორციელა მუქარა მის მიმართ, ასევე უმისამართოდ ატრიალებდა იარაღს, რამაც გამოიწვია დაძაბული სიტუაცია. მეორე დღესვე მიმართა აღნიშნული ბარის თანამშრომლებმა, მათ შორის გიორგი კალაძემ საგამოძიებო ორგანოებს, მოხდა მათი გამოკითხვა, გამოძიებას გადასცეს ვიდეოჩანაწერი", - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე განმარტებით, იმ პერიოდისთვის მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ვერ მოახდინა იდენტიფიცირება და პირის სახელის და გვარის მითითება.

"თუმცა, მას შემდეგ რაც ტელევიზიით გავრცელდა კადრები ფარცხალაძე-თორდიას მონაწილეობით, მერე ამოიცნო პირი, რომელმაც მოახდინა იარაღით ხალხის დაშინება. არავითარ კავშირში ეს არ არის ფარცხალაძე-თორდიას საქმესთან და არავითარი შემხებლობა და ინტერესი არ გაგვაჩნია, ეს საქმე როგორ დასრულდება. ჩვენი მოთხოვნაა მოხდეს გიორგი კალაძის უფლებების დაცვა და რაც შეიძლება სწრაფად და ოპერატიულად მოხდეს ფალიაშვილის ბარში მომხდარი ინციდენტის გამოკვლევა", - განაცხადა ცოტნე ცანავამ.

მისივე თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი განმარტავეს, რომ გასროლა არ მომხდარა, "თორდია იარაღს ატრიალებდა უმისამართოდ".

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ