დეპუტატის შვილის ავარიის საქმეზე შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის 2 ხელმძღვანელი თანამდებობიდან გათავისუფლდა

დეპუტატის შვილის ავარიის საქმეზე შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის 2 ხელმძღვანელი თანამდებობიდან გათავისუფლდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ხახუბიას შვილის ავტოსაგზაო შემთხვევევის საქმეზე, რასაც ბექა ხახუბია ემსხვერპლა, შიდა ქართლის საპატროლო პოლიციის 2 ხელმძღვანელი პირი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ორივე პირი გამოძიების დასრულებამდე კადრების განკარგულებაშია გადაყვანილი.

როგორც სამინისტროში განმარტეს, აღნიშნული გადაწყვეტილება იქედან გამომდინარე იქნა მიღებული, რათა გამოძიებას ხელი არ შეეშალოს.

ავტოსაგზაო შემთხვევა 16 მაისს გორის გვირაბთან მოხდა. დაღუპული ბექა ხახუბია 21 წლის იყო. არსებული ინფორმაციით, ის თავად მართავდა ავტომანქანას. ცნობილია, რომ ახალგაზრდა მძღოლი სატვირთო მანქანას დაეჯახა.

ასევე წაიკითხეთ: რას ყვება ტრაილერის მძღოლი, რომელიც გორთან მომხდარი ტრაგიკული ავარიის თვითმხილველია

"ნასვამ შვილს სასიკვდილოდ რომელი ოჯახი გაუშვებს..." - პარლამენტარის ვაჟი პოლიციის დევნისას დაიღუპა?

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ