პროკურატურა თბილისის დემირელის კოლეჯის მმართველისთვის 3-თვიან წინასაექსტრადიციო პატიმრობას ითხოვს

პროკურატურა თბილისის დემირელის კოლეჯის მმართველისთვის 3-თვიან წინასაექსტრადიციო პატიმრობას ითხოვს

პროკურატურა თბილისის დემირელის კოლეჯის ერთ-ერთი მმართველის, მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის 3-თვიან წინასაექსტრადიციო პატიმრობას ითხოვს.

როგორც პროკურორმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, ჩაბუქს ბრალად შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება, რაც მძიმე დანაშაულია და განგრძობადობა ახასიათებს.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, მუსტაფა ემრე ჩაბუქი თავს არიდებს გამოძიებას და თურქული მხარისგან მოწოდებული მასალების თანახმად, მიმალვაში იმყოფება.

სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციით, წინასაექსტრიდაციო პატიმრობის გარდა სხვა აღკვეთის ღონისძიება ვერ იქნება საკმარისი ბრალდებულის დანაშაულებრივი ქმედებების გაგრძელების აღსაკვეთად.

თბილისის დემირელის კოლეჯის ერთ-ერთი მმართველი, მუსტაფა ემრე ჩაბუქი ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით გუშინ დააკავეს. როგორც AMBEBI.GE-ს ჩაბუქის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განუცხადა, საუბარია ფეთჰულა გიულენთან დაკავშირებულ ამერიკაში რეგისტრირებულ ორგანიზაცია FETO-ზე, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული. ადვოკატის აზრით, ბრალდება უსაფუძვლოა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ