სპეცოპერაცია თურქეთში - დაკავებულია რამდენიმე ქართველი მკითხავი

სპეცოპერაცია თურქეთში - დაკავებულია რამდენიმე ქართველი მკითხავი

თურქეთის ქალაქ ადანას უშიშროების სამმართველოს თანამშრომლებმა 24 მაისს, ექვს მისამართზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, 12 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

დაკავებულთა შორის კაფეების 6 მფლობელია, რომლებშიც საქართველოს ხუთი მოქალაქე მუშაობდა.

გამოცემა Millyet-ის ინფორმაციით, დაკავებულები იყვნენ ქალბატონები, რომლებიც სხვადასხვა სამკითხაო საშუალებებს იყენებდნენ. სამართალდამცველებმა აღნიშნული 12 ადამიანი ადანას სასამართლოს წარუდგინეს, სადაც კაფეების მფლობელები დააჯარიმეს, ექვსი მკითხავი კი სასამართლო დარბაზიდან საბრალდებო დასკვნის გარეშე გაათავისუფლეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ