სტრასბურგის მოსამართლეობის ერთ-ერთ კანდიდატს კითხვა მარიხუანას ლეგალიზაციასა და ქორწინების დეფინიციაზე დაუსვეს

სტრასბურგის მოსამართლეობის ერთ-ერთ კანდიდატს კითხვა მარიხუანას ლეგალიზაციასა და ქორწინების დეფინიციაზე დაუსვეს

კანდიდატებთან გასაუბრებისას შექმნილია ნორმალური გარემო, რომ ეს პროცესი სამართლიანად წარიმართოს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რითაც სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების გასაუბრების პროცესი შეაფასა. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რამდენიმე კანდიდატს მარიხუანას ლეგალიზაციასა და ქორწინების დეფინიციასთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვები, უჩა ნანუაშვილი ადასტურებს, რომ ასეთი შეკითხვები ნამდვილად დაისვა.

"კონკრეტულ კანდიდატს დაუსვეს კითხვა მარიხუანას ლეგალიზაციასთან დაკავშირებით, ასევე იყო კითხვა ქორწინების დეფინიციაზე, მაგრამ ეს იყო ერთეული გამონაკლისი და ძირითადი კითხვები უკავშირდებოდა კანდიდატების გამოცდილებას, მათ საქმიანობას როგორც ამჟამად, ასევე წარსულში", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

როგორც ომბუდსმენმა განაცხადა, მოსამართლეობის მხოლოდ 6 კანდიდატს გაესაუბრნენ და ჯერჯერობით შეფასებების გაკეთებისგან თავს შეიკავებს.

"გასაუბრება ნორმალურად მიმდინარეობს. არის ბევრი კითხვა გამომდინარე კანდიდატის გამოცდილებიდან და განათლებიდან. შექმნილია ნორმალური გარემო, რომ ეს პროცესი სამართლიანად წარიმართოს. მხოლოდ 6 კანდიდატს გავესაუბრეთ ჯერ და კანდიდატების შეფასებასთან დაკავშირებით რაიმე კომენტარს ვერ გავაკეთებ", - განაცხადა სახალხო დამცველმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ