ე.წ. კანიბალიზმის საქმის უცნობი დეტალები

ე.წ. კანიბალიზმის საქმის უცნობი დეტალები

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში "გამომძიებელი რეპორტიორის" მიერ მომზადებული ფილმი გავიდა, რომლის მთავარი თემა ე.წ. კანიბალიზმის საქმე იყო.

ცნობილია, რომ საზარელი მკვლელობა გასული წლის 19 ოქტომბერს გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მოხდა. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული 5 პირი მალევე დააკავეს, მათ შორის იყვნენ გარდაცვლილის შვილი ირმა ყოჩიაშვილი, მისი შეყვარებული ბექა შენგელია და სამი მათი მეგობარი.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულთაგან სამმა პირმა (ირმა ყოჩიაშილმა, ბექა შენგელიამ და ნ.ჩ.-მ) 70 წლამდე ქალი ელექტროშოკით გაგუდეს, შემდეგ კი დანა ჩაარტყეს, მოკლეს და დაანაწევრეს, ამის მერე კი დანაწევრებული გვამი გლდანში მდებარე გაუქმებულ ნაგავსაყრელზე ორი ჩანთით გაიტანეს, ბენზინი გადაასხეს და დაწვეს.

"გამომძიებელი რეპორტიორმა" მოიპოვა მასალა, რომლითაც ეჭვქვეშ დგება ის გარემოება, რომ ირმა ყოჩიაშილი მკვლელობის დღეს პირველად მეგობრებთან ერთად მივიდა სახლში, რათა მკვლელობა სისრულეში მოიყვანა. მათი ინფორმაციით, მკვლელობის დღეს ირმა ყოჩიაშვილი დედასთან ერთად 14 საათამდე სახლში მარტო იყო. ამას ამტკიცებს მამასთან ირმას საუბრის ფარული ჩანაწერი, რომლის მიხედვით, ლუბა ყოჩიაშვილი მეუღლეს დაახლოებით 14:00 საათზე ესაუბრა და უთხრა, რომ ირმას სახლში ეძინა. რა მოხდა ირმას სახლიდან წასვლამდე, მასსა და დედას შორის, ეს ამ ეტაპზე უცნობია.

იმას, რომ ლუბა ყოჩიაშვილის მკვლელობა წინასწარ დაგეგმა ორმა მეგობარმა, "გამომძიებელი რეპორტიოსი" ინფორმაციით, საფუძველს აცლის კიდევ ერთი გარემოება. ირმა და ბექა ამბობენ, რომ ლუბა ყოჩიაშვილის მკვლელობა 16 ოქტომბერს დაგეგმეს. მაშინ რატომ განახორციელეს, მკვლელობისთვის ყველაზე შეუფერებელ დროს - მამის, ომარ ყოჩიაშვილის დაბრუნებამდე 2 საათით ადრე?

"უცნაურია ისიც, რომ წინასწარ დაგეგმილი მკვლელობისთვისა და გვამის გადამალვისთვის საჭირო ნივთებს სახელდახელოდ მკვლელობის წინა წუთებში ყიდულობენ? თუ გადაწყვეტილება მკვლელობასთან დაკავშირებით დიდი ხნით ადრეა მიღებული, რატომ არ იზრუნეს წინასწარ, რომ ყველაფერი მზად ჰქონოდათ" - ნათქვამია "გამომძიებელი რეპორტიორის" მიერ მომზადებულ ფილმში.

იხილეთ ვიდეო

არის რამდენიმე გარემოება, რომელიც უპასუხოდ ტოვებს კითხვას, თუ მკვლელობა სამმა ახალგაზრდამ ჩაიდინა, რატომ არის მათ მონათხრობებში არსებითი წინააღმდეგობები?

პირველი წინააღმდეგობა: ირმა ყოჩიაშვილი ჩვენებით, შენგელიამ მისი დედა გაგუდა. ბექა შენგელიას და ნ.ჩ.-ს ჩვენებებით, კი ბექამ ლუბა ყოჩიაშილს საფეთქელში დანა დაარტყა.

მეორე წინააღმდეგობა: ყოჩიაშვილის ჩვენებით, მკვლელობის შემდეგ ბექა შენგელიამ და ნ.მ. გვამი შენგელიას ნაქირავებ ბინაში წაიღეს. თავად სახლში დარჩა კვალის წაშაშლელად. ამის შემდეგ იგი მიდის ვეძინის ქუჩაზე და როდესაც იქ მიდის ხედავს, რომ შენგელია გვამს ანაწევრებს. ამ ეპიზოდს სხვანაირად ჰყვება არასრულწლოვანი ნ.ჩ. მისი ჩვენებით, ბექა შენგელიას მიერ დაქირავებული სახლის გასაღები ირმას ჰქონდა. ამიტომ ისინი სახლში ვერ შევიდნენ და ირმას მოსვლამდე ეზოში იცდიდნენ. ვინ ტყუის დანაშაულის სამი მონაწილიდან, ამ ეტაპზე უცნობია.

კიდევ ერთი გარემოება, რომელზეც "გამომძიებელი რეპორტიორი" ამახვილებს ყურადღებას - გლდანის ნაგავსაყრელიდან ამოღებულ ნივთებზე, რომელიც კრიმინალისტებმა დამწვარი გვამის ნარჩენებთან აღმოაჩინეს, არის მკვლელობაში ბრალდებული სამივე პირის ბიოლოგიური მასალა. ასევე ნაპოვნია უცნობი პირის, მამრობით სქესის პიროვნების გიოლოგიური მასალა. ამ ეტაპზე უცნობია დადგენილია თუ არა ამ პირის ვინაობა.

წაიკითხეთ: "მარიამისგან შევქმენი ესთეტიური მონსტრი. ის ჩემი მსხვერპლია" - რა დეტალებზე ისაუბრა ბრალდებულმა ბექა შენგელიამ პროცესზე

"ირმას სიცილ-ხარხარით უპასუხია, დედაჩემის "ტრუპი" ავიკიდეთო" - საზარელ მკვლელობაში ბრალდებულთა ჩვენების ახალი დეტალები

"დამირეკა, დეიდა, ცემას გადავურჩიო" - რას ყვება 11 წლის ბიჭის დეიდა, რომლის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებითაც მამა დააკავეს

Treveler.ge-ის ხელმძღვანელი და თანამშრომელი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ -  რა ინფორმაცია მიაწოდეს  სამართალდამცველებს

"დედა საზღვარგარეთ არის,  ბავშვი მამასთან ერთად ცხოვრობდა" - რას ყვებიან სოფელში, სადაც შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით მამა დააკავეს