უკრაინაში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი ლევან მირცხულავა დააკავეს

უკრაინაში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი ლევან მირცხულავა დააკავეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, 28 მაისს, ოდესის პოლიციის თანამშრომლებმა ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი ლევან მირცხულავა დააკავეს. აღნიშნულის შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე ოდესის ოლქის ეროვნული პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელმა დმიტრი გოლოვინმა დაწერა.

მისი თქმით, 29 წლის მამაკაცი, რომელიც ქალაქში არალეგალურად იმყოფებოდა, ოდესაში ეთნიკური კრიმინალური ჯგუფების გაკონტროლების მიზნით ჩამოვიდა.

როგორც ოდესის პოლიციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, უკვე მიღებულია გადაწყვეტილება მისი გაძევების შესახებ, უკრაინაში შემოსვლის შემდგომი აკრძალვით.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ