ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
16:29 / 31-05-2017
შსს თამაშ "ლურჯი ვეშაპის" შესახებ განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"უკანასკნელ პერიოდში საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა ინტერნეტსივრცეში გავრცელებული თამაში "ლურჯი ვეშაპი", რომლის ძირითად მომხმარებლებს არასრულწლოვნები წარმოადგენენ. აღნიშნული თამაში გავრცელებულია რუსეთში, დიდ ბრიტანეთსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. თამაშის პრინციპის თანახმად, მოთამაშე ე.წ. კურატორისგან ეტაპობრივად იღებს რამდენიმე ათეულ, სხვადასხვა შინაარსის დავალებას, რომლებიც შესაძლოა, შეიცავდეს თვითდაზიანების მიყენების მოწოდებასაც.

თამაშის დასასრულს, მოთამაშეს "კურატორი" აძლევს უკანასკნელ დავალებას, სადაც ის პირდაპირ მოუწოდებს მას თვითმკვლელობისაკენ, რაც, ხშირ შემთხვევაში, მოთამაშის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით ან ფატალური შედეგით სრულდება.

მასმედიის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკანასკნელ
პერიოდში აღნიშნულმა თამაშმა საქართველოს ტერიტორიაზეც მოიკიდა ფეხი. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას გულისხმობს და სსკ-ს 285-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის უკანონო გამოყენებას გულისხმობს.

გამოძიების მთავარ ინტერესს წარმოადგენს იმ გარემოების დადგენა, თუ რამდენად არის შემხებლობაში ინტერნეტში გავრცელებული თამაში ქართულ ინტერნეტსივრცესთან.

დანაშაულის პრევენციის მიზნით, შს სამინისტრო მოუწოდებს ინტერნეტმომხმარებლებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი აღნიშნულ თემაზე ინფორმაციის ფართოდ გავრცელებისგან, რამაც, შესაძლოა, თავის მხრივ, მოზარდებში აღნიშნული თამაშის პოპულარიზაციას შეუწყოს ხელი", - ნათქვამია განცხადებაში.  ნახეთ ვიდეო
14:42 / 01-06-2017
lika
0
ესგა გვაკლდა// ისედაც 3-4 მილიონი დზლივს ვართ. აუცილებლად შეიმუშავეთ ზომები იმ სტრუქტურებმა ვისაც ხელი მიუწვდება ამაზე დაბლოკეტ თუ საჭიროა ყველა ონლინე თამაში. რა საჭიროა.. რა ავადმყოპი უნდა იყოს ის ვინც ესეთ თამაშა იგოებს ხალხნო. არ დასვათ ბავშვები კომპიტერთან და შეუზგუდეთ ინტერნეტ წვდომა
11:52 / 01-06-2017
mmmmm
0
დაბლოკოს ეგ გვერდი სახელმწიფომ როგორც ზოგ ქვეყნებშია გადაარჩინონ მომავალი თაობა
მსგავსი სიახლეები
აქციის მონაწილეების განცხადებით, სახელმწიფომ უნდა შეცვალოს ნარკოპოლიტიკისადმი მიდგომა
პოლიციის 3 თანამშრომელის მიმართ პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
"აღნიშნული ვიდეოჩანაწერის არგუმენტად მოყვანა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად"
"ი.ლ.-მ განაცხადა, რომ იგი კოლეგა ქალბატონს არ უცემია, არამედ დაზიანებები სამართალდამცველებმა მიაყენეს"
+PHOTO შსს-მ ორგანიზაციის "ხელი ხელს" ერთ-ერთ ბენეფიციარს დაბადების დღეს მოულოდნელი საჩუქარი გაუკეთა
"მინდა ყველას მოგიწოდოთ, ამ საკითხზე მინიმალურად მოხდეს საუბარი"
ურაბ მხეიძის თქმით, აღნიშნულ თამაშს შესაძლოა, "სექტის" კვალიფიკაციაც მივცეთ
"თამაშის" მიზანია, ჩაითრიოს სუსტი ფსიქიკის ახალგაზრდები და მათ თვითმკვლელობისკენ უბიძგოს
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
21:32 / 28-06-2017  Image ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე საქართველოში დაბრუნდა
იგი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ისა და ირაკლი ფირცხალავას წინააღმდეგ სამოქალაქო დავას იწყებს
19:23 / 28-06-2017  Image "საშიშროება იყო, რომ ეტლში ჩამჯდარი დავრჩებოდი" - გიორგი გოცირიძე ქართველი ექიმების შეცდომებზე საუბრობს
"თურქეთში ქირურგმა მითხრა, ოპერაცია არასწორად არის გაკეთებულიო"
10:25 / 28-06-2017  Image საკუთარი ბინა თვეში 210 დოლარიდან!
სამშენებლო კომპანია „მონოლით ჯგუფი“ უნიკალურ შეთავაზებას აანონსებს
22:51 / 28-06-2017  Image "უკეთესი იქნება პროფესიული სტანდარტების დაცვაზე გეზრუნა...გთავაზობ სანაძლეოს" - გიგი უგულავა ნიკა გვარამიას მიმართავს
"ნიკა, ძვირფასო, ონლაინ გამოკითხვები რომ არაზუსტია ეს ყველამ კარგად ვიცით"
15:07 / 28-06-2017  Image მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს 4 თვის წინ შექმნილი ოჯახი დაენგრა
ყვილმა ინსტაგრამიდან ერთმანეთის ფოტოები წაშალა
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49