დოლიძეზე, "თი-ბი-სი ფეის" ინკასაციის თანამშრომლების დაყაჩაღების ფაქტი გახსნილია

დოლიძეზე, "თი-ბი-სი ფეის" ინკასაციის თანამშრომლების დაყაჩაღების ფაქტი გახსნილია

სამართალდამცველებმა თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, "თი-ბი-სი ფეის" ინკასაციის თანამშრომლების დაყაჩაღების ფაქტზე 2 პირი დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, უწყების თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, ორი პირი: 1993 წელს დაბადებული გ.კ. და 1993 წელს დაბადებული ვ.ს. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, "თი-ბი-სი ფეის" ინკასაციის 2 თანამშრომელი იარაღის მუქარით დააყაჩაღეს, 38 025 ლარის ეკვივალენტი სხვადასხვა ვალუტა გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მომხდარიდან 2 დღეში, გ.კ. თბილისში, ხოლო ვ.ს. დედოფლისწყაროში დააკავეს. პოლიციამ, გ.კ.-ს საცხოვრებელი ბინის და ვ.ს.-ს სახლის ჩხრეკისას, გატაცებული თანხის ნაწილი - 16 000 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღო. ვ.ს.-ს სახლიდან ასევე ამოღებულია 2 პისტოლეტი, რომლებიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე", - ნათქვამია განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით) მიმდინარეობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ