რას ჰყვება ექსპერტ-კრიმინალისტი, რომელიც მაგდა პაპიძისა და რიტუალური მკვლელობის საქმეზე მუშაობდა - "ეს ძალიან მძიმე შემთხვევა იყო"

რას ჰყვება ექსპერტ-კრიმინალისტი, რომელიც მაგდა პაპიძისა და რიტუალური მკვლელობის საქმეზე მუშაობდა - "ეს ძალიან მძიმე შემთხვევა იყო"

დანაშაულის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტების დროული და ოპერატიული მისვლა უმთავრესია, რადგან ძალიან ხშირად სწორედ მათი მოპოვებული მტკიცებულებებით იხსნება დანაშაულები. შემთხვევის ადგილის სათანადოდ დაცვას, საფუძვლიან შესწავლას, ფაქტების ზუსტ აღწერას, თვალით ხილული თუ უხილავი ნივთმტკიცებების ამოღებას, საქმისთვის ყოველთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რათა შემდგომ, სასამართლოში სამართალდამცავებს არ გაუჭირდეთ საქმის მტკიცებულებებით გამყარება და დამნაშავის საკადრისად დასჯა.

თითქმის ყველა შემთხვევაზე გადიან ექსპერტ-კრიმინალისტები და გამოძიებისთვის ხელჩასაჭიდი მტკიცებულებების მოპოვებას ცდილობენ. როგორც ექსპერტი ნიკოლოზ ლეჟავა ამბობს, დამნაშავე შემთხვევის ადგილზე კვალს ყოველთვის ტოვებს. მთავარია, მოხდეს კვალის აღმოჩენა და ყველა წესის დაცვით მისი ამოღება.

ნიკოლოზ ლეჟავა თბილისის საექსპერტო კრიმინალისტური სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობს და წლების მანძილზე უამრავი საქმის გახსნაში მონაწილეობდა. ამბობს, რომ კრიმინალისტიკა სულ აინტერესებდა, ამიტომ აირჩია ექსპერტობა. თუმცა, ალბათ დამეთანხმებით, ეს არ არის ადვილი პროფესია, განსაკუთრებით მაშინ, როცა მკვლელობის ადგილზე გადიხარ, ხედავ შენს წინ ცხედარია და იცი, რომ ასეთ ვითარებაში შენს თვალს არაფერი არ უნდა გამოეპაროს, რადგან ყველა წვრილმანი დანაშაულის გასახსნელად მნიშვნელოვანია.

- ძალიან ბევრ საქმეში ვმონაწილეობდი, ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია და ექსპერტისთვის მნიშვნელოვანი. ყველა საქმეს თავისებური მიდგომა სჭირდება, ერთნაირად ვერ იმუშავებ. შემთხვევის ადგილზე დროულად გასვლა აუცილებელია. გვაქვს სამორიგეო ნაწილი, სადაც თბილისის მასშტაბით მომხდარ დანაშაულებზე შეტყობინება შემოდის. ამ შეტყობინების საფუძველზე გავდივართ. შემთხვევის ადგილის დათვალიერებას გამომძიებელი ხელმძღვანელობს და მასთან გასაუბრებით ვიგებთ, როგორ დანაშაულთან გვაქვს საქმე. ამის შემდეგ ვსახავთ გეგმას, როგორ უნდა ვიმუშაოთ. ყველა ექსპერტს თავისი ფუნქცია უნაწილდება. თუ დანაშაული მძიმეა და დანაშაულის პერიმეტრი დიდი, შეიძლება ორი, სამი ჯგუფი მუშაობდეს. ასეთ დროს ზოგი ფოტომასალას იღებს, ზოგი ნივთმტკიცებას აგროვებს. ჩვენი ეკიპაჟების მანქანები აღჭურვილები არიან სათანადო ხელსაწყოებით, რომელსაც ვიყენებთ დანაშაულ­ის ადგილზე. მნიშვნელოვანია შემთხვევის ადგილის დაცვა სხვა პირი რომ არ აღმოჩნდეს პერიმეტრს შიგნით. ექსპერტ-კრიმინალისტები შესაბამისი ტექნიკის გამოყენებით ვმუშაობთ და იქიდან ამოღებული მტკიცებულება ილუქება და გადაეცემა გამომძიებელს შემდეგი ექსპერტიზისთვის. ყველაზე მთავარია შემთხვევის ადგილის დათვალიერება მოხდეს კვალიფიციურად. ექსპერტ-კრიმინალისტებს ალღო უნდა ჰქონდეთ, სად რა მოძებნონ. უამრავი საშუალება გვაქვს, რასაც ვიყენებთ მუშაობის დროს. ექსპერტები ვეძებთ თვალით ხილულ და უხილავ მტკიცებულებებს, ეს შეიძლება იყოს ბიოლოგიური მასალა, ქიმიური მასალა, თითის ანაბეჭდები, რომელიც თვალით ხილული არ არის.

- ანაბეჭდების ამოღება როგორ ხდება?

- არსებობს ანაბეჭდების ამოღების წესები. გვაქვს ძალიან ბევრი მეთოდი და სხვადასხვა გარემოში სხვადასხვას ვიყენებთ. სპეციალური განათების წყარო და სპეციალური სათვალე გვაქვს და ამ ხელსაწყოს დახმარებით შეგვიძლია კვალი აღმოვაჩინოთ. ეს კვალი შეუიარაღებელი თვალით ხშირად შეუმჩნეველია, მაგრამ გამოჩნდება სპეციალური ხელსაწყოს გამოყენებით. ვთქვათ, როცა აღმოვაჩენთ თითის კვალს, შემდეგ ხდება მისი დამუშავება, იქიდან კვალი რომ ამოვიღოთ. გვაქვს ჩვეულებრივი, ასევე მაგნიტური ფუნჯი, რომელიც ფხვნილში იდება და შემდეგ იმ ადგილას ვუსვამთ, საიდანაც უნდა ამოვიღოთ თითის ანაბეჭდი. წასმის შემდეგ მკვეთრად ჩნდება ანაბეჭდები, შემდეგ კი ხდება ამოღება და სათანადო წესების დაცვით მისი შენახვა, რომ არ გაფუჭდეს. ამისთვის არსებობს სპეციალური ფირები, რომელიც წებოვანია, ის შეგვიძლია ნელა გადავატაროთ თითის ანაბეჭდზე, აღების შემდეგ ეს ანაბეჭდი უკვე გადასული იქნება ფირზე. მერე ის ილუქება და შემდეგი კვლევისთვის შეგვიძლია ამოღებული ანაბეჭდი გამოვიყენოთ. გვაქვს სპეციალური ხსნარები და ამ ხსნარების საშუალებით ანაბეჭდების ამოღება წვიმიან ამინდშიც შეგვიძლია. ძალიან ხშირად შემთხვევის ადგილიდან ამოღებული თითის ანაბეჭდით ხდება დამნაშავის იდენტიფიცირება.  წაიკითხეთ სრულად

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს