რას ყვება ბიზნესმენი, რომელსაც 200 000 დოლარს სძალავდნენ - თბილისში ჩატარებული­ სპეცოპერაციის უცნობი დეტალები

რას ყვება ბიზნესმენი, რომელსაც 200 000 დოლარს სძალავდნენ - თბილისში ჩატარებული­ სპეცოპერაციის უცნობი დეტალები

29 მაისს თბილისში, შარტავას ქუჩაზე ჩატარებული­ სპეცოპერაციისას ორი პირი - რობერტ ჟორჟოლიანი და ბერდია ჯაფარიძე დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ისინი ბიზნესმენს სიცოცხლის მოსპობის მუქარით 200.000 აშშ დოლარს სძალავდნენ. სამართალდამცველებმა ბრალდებულები მანამდე დააკავეს, ვიდრე ბიზნესმენი მათ მოთხოვნილ თანხას გადასცემდა.

პირი, რომელსაც ფულს სძალავდნენ, ნავთობპროდუქტებით ვაჭრობის საქმეშია ჩართული და ერთ-ერთი მსხვილი­ ქსელის მფლობელია, გამომძალველები კი იტალიური კომპრესორების იმპორტიორ კომპანიაში მუშაობდნენ, ვისგანაც ბიზნეს­მენმა, თავის დროზე, ტექნიკა შეიძინა. დროთა განმავლობაში მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა, იყო ფიზიკური შეურაცხყოფა, წილების გადაფორმების მოთხოვნა, სიცოცხლის ხელყოფის მუქარა და ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტებით დაშინების მცდელობა.

გაზეთი "კვირის პალიტრა" დაუკავშირდა ბიზნესმენს, რომე­ლმაც მოსალოდნელი საფრთხის გამო ვინაობის დამალვა ითხოვა, თუმცა დაწვრილებით ისაუბრა მომხდარზე. გთავაზობთ ამონარიდებს.

ა.ლ. ბიზნესმენი: "მაქვს გაზგას­ამა­რთი­ სადგურები და 20 წელია, ამ ბიზნესში ვარ. 2007 წელს გაზგასამართ სადგურს ვაშენებდი და გაზის კომპრესორი დამჭირდა. მივაგენი იტალიური­ დანადგარების ფირმა "საფე სერვისს". მისმა­ ერთ-ერთმა­ მეწილემ, კობა ფანგანმა, თავის­ პარტნიორთან, თამარა ფილიპოვასთან დამაკავშირა, რომელსაც იტალიელი მეუღლე­ ჰყავდა. ტექნიკური საკითხები მოვაგვარეთ, ფასზე შევთანხმდით და კომპრესორში 232.400 ევრო გადავიხადე. ჩამოსული­ კომპრესორი"გაუმართავი აღმოჩნდა, მაგრამ შევეგუეთ, რადგან ზოგჯერ­ ასეც ხდება..."

2013 წლიდან "ძველი ბიჭი" კობა ფანგანი ამიხირდა... პარტნიორობაზე უარი რომ ვუთხარი და სარგებელი­ ვერ ნახა, 2017 წლის 10 აპრილს ჩემთან ოფისში მოვიდნენ ფანგანი, ჟორჟოლიანი და ჯაფარიძე. ჩვენი საუბარი კამათში გადა­იზარდა.

წაიკითხეთ სრულად "კვირის პალიტრაში" ან გახდით საიტის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია: "ძველი ბიჭი" ფანგანი მეკითხებოდა, ქურდებს­ პატივს სცემო?.. მათ უნდა გავესამართლებინე"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ