არიან თუ არა ქართველი სპორტსმენები აშშ-ში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს შორის - რა კომენტარს აკეთებენ კრივის ფედერაციაში

არიან თუ არა ქართველი სპორტსმენები აშშ-ში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს შორის - რა კომენტარს აკეთებენ კრივის ფედერაციაში

კრივის ფედერაციაში ამ დროისთვის არ ფლობენ ინფორმაციას, აშშ-ში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს შორის, არიან თუ არა ქართველი სპორტსმენები - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ფედერაციაში განუცხადეს, ამ დროისთვის ამერიკაში მყოფ სპორტსმენებთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

ავთანდილ ხურციძე WBO-ს ვერსიით დროებითი მსოფლიოს ჩემპიონია, ლევან მაყაშვილი შერეული ორთაბრძოლების UFC-ს მებრძოლი.

არაოფიციალური ინფორმაციით, ნიუ-იორკში დაკავებულ 15 ქართველს შორის, რომელსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედება, შესაძლოა, ქართველი სპორტსმენები იყვნენ, თუმცა აღნიშნულის დადასტურება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება. ეჭვები აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ჩამოთვლილი საქართველოს მოქალაქეების სახელებმა და გვარებმა გააჩინა. აშშ-ის ინფორმაციით, ქართველებიდან დაკავებულები არიან: რაჟდენ შულაია, ზურაბ ჯანაშვილი, აკაკი უბილავა, ჰამლეტ უგლავა, მამუკა ჩაგანავა, მიხეილ თორაძე, ავთანდილ კანადაშვილი, ნაზო გაფრინდაშვილი, ზურაბ ბუზიაშვილი, გიორგი ლომიშვილი, დიეგო გაბისონია, ლევან მაყაშვილი, ავთანდილ ხურციძე, ერეკლე კერესელიძე, ნიკოლოზ ჯიქია.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ვიდეო: ნიუ-იორკში დაკავებულ 15 ქართველს შორის, სავარაუდოდ, ორი ცნობილი სპორტსმენია - რა ინფორმაციას ფლობენ კრივის ფედერაციაში?

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ