"ბიჭები ცუდ ადგილას იყვნენ რაღაც ოპერაციის დროს და საერთო მასაში მოყვნენ" - ავთანდილ ხურციძის მეგობარი სპორტსმენის დაკავებაზე

"ბიჭები ცუდ ადგილას იყვნენ რაღაც ოპერაციის დროს და საერთო მასაში მოყვნენ" - ავთანდილ ხურციძის მეგობარი სპორტსმენის დაკავებაზე

ქართველი სპორტსმენების ნაწილი ადასტურებს, რომ აშშ-ში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს შორის ორი მოკრივეა. რამდენიმე სპორტსმენის ინფორმაციით, ისინი "გაუგებრობაში მოყვნენ".

"დაკავებულები ნამდვილად ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი არიან, თუმცა ისინი გაუგებრობაში მოყვნენ", - განუცხადეს ქართველმა სპორტსმენებმა "ინტერპრესნიუსს".

"არის ვერსიაც, რომ ბიჭები უბრალოდ ცუდ ადგილას იყვნენ რაღაც ოპერაციის დროს და საერთო მასაში მოყვნენ" - ამის შესახებ ქართველი მოკრივის ავთანდილ ხურციძის მეგობარმა, იოსებ კობერიძემ ტელეკომპანია "იმედს" განუცხადა.

მისივე თქმით, ის კარგად იცნობს ავთანდილ ხურციძეს და მისთვის წარმოუდგენელია ხურციძის კავშირი კრიმინალურ სამყაროსთან.

წაიკითხეთ: რა ინფორმაციას ფლობენ ავთანდილ ხურციძის მშობლები სპორტსმენის შესაძლო დაკავებაზე

"ავთანდილ ხურციძე საქართველოდან გუშინ გაფრინდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მე იმედი მაქვს, რომ უბრალოდ დამთხვევაა სახელისა და გვარის. ვვარაუდობთ, რომ ჩვენი დროით, ამ დილას ჩაფრინდებოდა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უბრალოდ ემთხვევა სახელი და გვარი და მეტი არაფერი. ლევან მაყაშვილის შესახებ ნამდვილად ვერ მოგახსენებთ დანამდვილებით, ის არის თუ მისი სახელიც ემთხვევა. ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ავთოს პირადად ვიცნობ და ჩემთვის წარმოუდგენელია მისი კავშირი კრიმინალურ სამყაროსთან. არის ვერსიაც, რომ ბიჭები უბრალოდ ცუდ ადგილას იყვნენ რაღაც ოპერაციის დროს და საერთო მასაში მოყვნენ. არაფერია გამორიცხული, იმედი ვიქონიოთ, რომ დღის განმავლობაში ყველაფერი გაირკვევა სასიკეთოდ", - განაცხადა იოსებ კობერიძემ.

არაოფიციალური ინფორმაციით, ნიუ-იორკში დაკავებულ 15 ქართველს შორის, რომელსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედება, შესაძლოა ქართველი სპორტსმენები - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი იყვნენ.

ხურციძე WBO-ს ვერსიით დროებითი მსოფლიოს ჩემპიონია, ლევან მაყაშვილი შერეული ორთაბრძოლების UFC-ს მებრძოლი.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ