რა კომენტარს აკეთებს ავთანდილ ხურციძის მამა შვილის დაკავების შესახებ

რა კომენტარს აკეთებს ავთანდილ ხურციძის მამა შვილის დაკავების შესახებ

ქართველი მოკრივის, ავთანდილ ხურციძის მამა შვილის მიერ დანაშაულის ჩადენას გამორიცხავს. ომარ ხურციძის თქმით, ოჯახს დაკავების შესახებ დადასტურებული ინფორმაცია ამ დრომდე არ აქვს.

"დადასტურებული ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ თუ ის დაკავებულია, ადგილი აქვს გაურკვევლობას", - განაცხადა მსოფლიო ჩემპიონის მამამ.

ოჯახი ამ დრომდე ცდილობს შეერთებულ შტატებში მყოფ სპორტსმენთან "სკაიპით" დაკავშირებას.

ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს, რომელსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედება. მათ შორისაა ორი ქართველი სპორტსმენი - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული ქართველების სია ასე გამოიყურება: რაჟდენ შულაია, ზურაბ ჯანაშვილი, აკაკი უბილავა, ჰამლეტ უგლავა, მამუკა ჩაგანავა, მიხეილ თორაძე, ავთანდილ კანადაშვილი, ნაზო გაფრინდაშვილი, ზურაბ ბუზიაშვილი, გიორგი ლომიშვილი, დიეგო გაბისონია, ლევან მაყაშვილი, ავთანდილ ხურციძე, ერეკლე კერესელიძე, ნიკოლოზ ჯიქია.

ავთანდილ ხურციძე WBO-ს ვერსიით დროებითი მსოფლიოს ჩემპიონია, ლევან მაყაშვილი შერეული ორთაბრძოლების UFC-ს მებრძოლი.

ცოტა ხნის წინ, "ფეისბუქის" გვერდზე განცხადება თავად ქართველმა მოკრივე ავთანდილ ხურციძემ განათავსა. მან დაკავება დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ ნიუ-იორკში ჩასვლისთანავე მოხდა დიდი გაუგებრობა. ხურციძე იმედოვნებს, რომ უახლოეს საათებში ყველაფერი გაირკვევა.

"მეგობრებო, როგორც იცით, გუშინ გავემგზავრე ამერიკაში, რათა დამეწყო მომზადება 8 ივლისის ბრძოლისთვის. ნიუ-იორკში ჩასვლისთანავე მოხდა ძალიან სერიოზული გაუგებრობა. იმედი მაქვს, უახლოეს საათებში ყველაფერი გაირკვევა და ისევ მომეცემა საშუალება, გავნაგრძო მომზადება სანდერსთან ბრძოლისათვის. მადლობა, რომ ყოველ წამს ვგრძნობ თქვენს მხარდაჭერას", - აცხადებს ხურციძე.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ