რას ამბობს აშშ-ში დაკავებული ქართველი სპორტსმენის ადვოკატი

რას ამბობს აშშ-ში დაკავებული ქართველი სპორტსმენის ადვოკატი

აშშ-ში დაკავებული ქართველი სპორტსმენის, ლევან მაყაშვილის ადვოკატი ლევან ნატალიშვილი ვარაუდობს, რომ სასამართლო მაყაშვილს წინასწარ პატიმრობას არ შეუფარდებს.

როგორც ნატალიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, სასამართლოს არ აქვს პრობლემა მაყაშვილის გამოშვებაზე და უბრალოდ გარკვეული საბუთებია მოსაწესრიგებელი, რაზეც ვერ ისაუბრებს. მისივე თქმით, ის დღეს უკვე შეხვდა მაყაშვილს.

"ჯერ კონკრეტულად ამ საქმეზე ადვოკატი არ ვარ და ზუსტად არ ვიცი ვიქნები თუ არა. შემიძლია ვისაუბრო მხოლოდ ლევანთან დაკავშირებით. რაც შემიძლია ამ დროისთვის ვთქვა, საქმეში არაფერი კონკრეტული არ არის. ლევანი გაკვირვებულია. ნაწყენია, რომ ასეთი ამბავი მოხდა და არ მოუსმინეს მის პოზიციას. ის ამბობს, რომ საერთოდ არ აქვს კავშირი ორგანიზებულ კრიმინალთან. როგორც ჩანს, ლევანი დაკავებულია იმის გამო, რომ იგი ცნობილი ადამიანია და სინდიკატის რომელიმე წევრმა მას ხელი ჩამოართვა უბრალოდ. ამის გამო ადამიანის დაჭერა უსამართლოა", - განაცხადა ნატალიშვილმა.

ნატალიშვილი ვარაუდობს, რომ სასამართლო პროცესი სავარაუდოდ დღეს ან უახლოესი დღეების განმავლობაში გაიმართება.

ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს, რომელთაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ. მათ შორისაა ორი ქართველი სპორტსმენი - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული ქართველების სია ასე გამოიყურება: რაჟდენ შულაია, ზურაბ ჯანაშვილი, აკაკი უბილავა, ჰამლეტ უგლავა, მამუკა ჩაგანავა, მიხეილ თორაძე, ავთანდილ კანადაშვილი, ნაზო გაფრინდაშვილი, ზურაბ ბუზიაშვილი, გიორგი ლომიშვილი, დიეგო გაბისონია, ლევან მაყაშვილი, ავთანდილ ხურციძე, ერეკლე კერესელიძე, ნიკოლოზ ჯიქია.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ