ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
13:07 / 12-06-2017
17 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ გაათავისუფლა - დაღუპულის დედა რეალური მკვლელის დასჯას ითხოვს
2017 წლის 17 თებერვალს თბილისში, სადგურის მოედანზე, ავტობუსების გაჩერებასთან ახალგაზრდა ბიჭს ყელი გამოჭრეს. 17 წლის გიორგი სვანიძე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მკვლელობაში ბრალდებული ასევე არასრულწლოვანი - 17 წლის გიორგი ქ-ა, რომელიც რამდენიმე დღის წინ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. გარდაცვლილი გიორგი სვანიძის დედა ლარისა ძოძუაშვილი AMBEBI.GE-ს მომხდარის შესახებ დეტალურად უყვება და რეალური დამნაშავის დასჯას ითხოვს.

იხილეთ რეპორტაჟი თემაზე PALITRAVIDEO.GE-ზე

"გიორგი ნაშვილები მყავდა. 11 წლის იყო, როდესაც მოვიყვანეთ ქუთაისის ბავშვთა სოფლიდან. მაშინ მხოლოდ 5 ასო იცოდა. ორ კვირაში ისწავლა წერა-კითხვა და ქუთაისის ერთ-ერთი სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე გახდა. ძალიან კარგად სწავლობდა, მე და ჩემს მეუღლესაც მალე შეგვეჩვია. მაგრამ მერე გიორგი ცუდ წრეში აღმოჩნდა... ეძახდნენ ნაშვილები ხარ, პოლიციელი დედა გყავს და ა.შ ამ ყველაფერმა გიორგიზე ძალიან იმოქმედა და გაუხეშდა, მიჭირდა მისი დამორჩილება. სოციალურმა მუშაკებმა მითხრეს, რომ გიორგი ქუთაისიდან დროებით სადმე წამეყვანა, ასეც მოვიქეცით და გადმოვიყვანეთ თბილისში, ბავშვთა სახლში. ჩვენ ხშირად ვაკითხავდით, არაფერს ვაკლებდით. ძალიან შეიცვალა, უფრო მოსიყვარულე გახდა. არ ყოფილა საღამო, რომ ჩვენ ერთმანეთი არ მოგვეკითხა", - ამბობს ლარისა ძოძუაშვილი.

გარდაცვლილის გამზრდელი დედა მომხდარს დეტალურად გვიყვება და ირწმუნება, რომ მისი შვილის მკვლელობას ხელს ვიღაც "დიდი ადამიანი" აფარებს.

"ღამის 2 საათზე დამირეკეს და მითხრეს, რომ გიორგი აღარ იყო ცოცხალი. მე და ჩემი მეუღლე იმ ღამესვე ჩამოვედით თბილისში ცხედრის ქუთაისში გადასასვენებლად. ბავშვი დაჩეხილი იყო. მის მკვლელობაში ბრალდებულია გოგოლის ქუჩაზე მცხოვრები ვინმე გიორგი ქ-ა. როგორც მეუბნებიან, იმ საღამოს ჩემი შვილი მის მეგობარს, გიორგი აკოფიანს გაუყვანია სახლიდან. როგორც ვიცი, აკოფიანს გიორგის მკვლელობაში ბრალდებულის ძმასთან ჰქონია დავა და გიორგი წაიყვანა დასახმარებლად. ჩემი შვილი ამ გაუგებრობაში მოყვა და სწორედ ამას ემსხვერპლა. განაჩენში წერია, რომ გიორგი ქ. თავს იცავდა ჩემი შვილისგან. ეს იყო სისასტიკით ჩადენილი დანაშაული და ითვალისწინებს 17-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას.

მაგრამ, რამდენიმე დღის წინ სასამართლო დარბაზიდან მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძემ გაათავისუფლა მკვლელობაში ბრალდებული. მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მკვლელობა ჩაიდინა არა გიორგი ქ-მ, არამედ მისმა ძმამ თეიმურაზ ქ-მ. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი გიორგი არასრულწლოვანი იყო, გამონახეს არასრულწლოვანი და ადგილმონაცვლეობა მოხდა, რომ სასამართლო პროცესი დახურული ყოფილიყო. გიორგი ქ. სასამართლო პროცესზე ისე იდგა, თითქოს სადღაც დაიკარგა და სასამართლოზე აღმოჩნდა. მომხდარის დეტალები არც კი იცოდა. ვიღაც დიდი ადამიანი რომ მფარველობს ამ დანაშაულს ზუსტად ვიცი! აქ არის მიკერძოება. საგამოძიებოს ერთ-ერთი თანამშრომელი კახა სირაძე, ძალიან აქებდა გიორგი ქ-ს, ამბობდა რომ ის საუკეთესო სპორტსმენია. გამოდის, რომ სპორტსმენს შეუძლია ადამიანი მოკლას, რადგან კარგი სპორტსმენია?! მოვამრავლოთ მკვლელი სპორტსმენები?!

სასამართლო პროცესზე ბრალდებულის ადვოკატი ნათელა ჩერქეზია ასე იწყებდა საუბარს: უფალს ვთხოვ, მაპატიოს გარდაცვლილი გიორგი სვანიძის სულმაო. იმიტომ რომ მან ყველაფერი იცოდა! გიორგი ქ-ს ძმა სასამართლო
პროცესებზე ამბობდა: ენას კბილი დააჭირეთ, შრომა წყალში არ ჩამიყაროთო. რატომ ამბობდა ასე? მკვლელობაში ბრალდებული თავისუფალია და ერთი წლით აქვს შინაპატიმრობა. ამასთან, 13 თებერვლიდან რაც იჯდა, ისიც ეთვლება. 22 საათის შემდეგ სახლში უნდა იყოს. ეს არის ჩემი შვილის სულის ლაფში ამოსვრა! ხალხი ეჭვის თვალით მიყურებს, ეს როგორ აპატიეო, ალბათ რაღაცაში გაურიგდიო. ეს მთავრობა თითქოს სამართლიანობის აღსადგენად მოვიდა და მე სამართალს ვერ ვხედავ. უსამართლობის ზეიმია დღეს საქართველოში", - ამბობს გარდაცვლილი გიორგი სვანიძის დედა.

ტრაგიკული ინციდენტის შესახებ, რადიკალურად განსხვავებულ ვერსიას ყვება ბრალდებულ გიორგი ქ-ს ადვოკატი ნათელა ჩერქეზია. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავდასხმისგან თავს იცავდა და სწორედ ამ დროს მოხდა მკვლელობა. რაც შეეხება მსჯავრდებულის სასჯელს, ახალი მართლმსაჯულების კანონის თანახმად, თუ არასრულწლოვანის სასჯელი ითვალისწინებს 1-დან 3 წლამდე ციხეს არასრულწლოვანისთვის პატიმრობის შეფარდება არ შეიძლება:

"მსჯავრდებული არის საქართველოს ჩემპიონი ძიუდოში. არის ძალიან კარგი პიროვნება. ვარჯიშიდან მოდიოდა და მეტროში შეამჩნია, რომ ვიღაცები აეკიდნენ. მათი საუბრიდან მიხვდა, რომ მობილურის წართმევას უპირებდნენ. გასასვლელში გაჩერდა, რომ გაეგო ნამდვილად მას მიჰყვებოდნენ თუ არა. მათ ისე გაიარეს არც კი შეუხედავთ. მსჯავრდებულმა იფიქრა, ეტყობა მომეჩვენა და მე არ მომყვებოდნენო. როგორც კი გამოვიდა გამოყვნენ. სათვალთვალო კამერების ჩანაწერში ჩანს, როგორ მოყვებიან და უყურებენ. გარდაცვლილმა დაარტყა მოულოდნელად, მსჯავრდებული შეტორტმანდა. ამ დროს რომელიღაცას ჯიბიდან დანა დაუვარდა. მსჯავრდებულმა მოკიდა ხელი დანას და ეგრევე გაიქცა. გამოედევნენ და დაუწყეს უმოწყალოდ ცემა. ყვიროდა თავი დამანებეთ, მიშველეთო, მაგრამ არავინ არ მიეშველა, თქვენ გესმით რაშია საქმე?! მერე მსჯავრდებულმა ამოიღო დანა და ამბობს, ვიქნევდი ყველა მიმართულებით რომ იქნებ შემეშინებინაო. ამის დასტურია ისიც, რომ გარდაცვლილს უაზრო ჭრილობები აქვს. მოულოდნელად მოხვდა ყელში და სისხლისგან დაიცალა" - ამბობს მსჯავრდებულის ადვოკატი ნათელა ჩერქეზია.

როგორც ნათელა ჩერქეზია აცხადებს, მსჯავრდებულმა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადააცილა.

"აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილება ითვალისწინებს ერთ წლამდე ციხეს. ახალი მართლმსაჯულების კანონის თანახმად, თუ არასრულწლოვანის სასჯელი ითვალისწინებს 1-დან 3 წლამდე ციხეს არასრულწლოვანს პატიმრობა რომ შეუფარდო არ შეიძლება", - აცხადებს ადვოკატი.

თიკო გურაშვილი
AMBEBI.GE
15:42 / 19-06-2017
gia
2
ესე იგი ვაჟკაცი კაცი თუ ხარ და თავს იცავ მკვლელი ხარ? ზოგიერთს მაგისიც შურს რომ თვითონ არ შეუძლია თავის დაცვა და აკრიტიკებენ კაცი რატო მოკლაო
11:40 / 16-06-2017
გელა
0
ქალბატონი ლარისას შვილის დანა,რომ მსჯავრდებულს მოხვედროდა მაშინ ხო დაიწყებდა ეს ქალი სხვა რაღაცების შეთხზვას ვის ატყუებს ნეტა ვის.. რამდენჯერ იყო მისი შვილი ნასამართლები რატო არ ამბობს როგორ გაგუდა გაზით კინაღამ
მსგავსი სიახლეები
მამაკაცმა მეუღლეს ცივი იარაღით ყელი გამოჭრა
+VIDEO მკვლელობა სავარაუდოდ ორი დღის წინ
საქმე ეხება, 2016 წლის სექტემბერში მომხდარ შემთხვევას
+VIDEO ზესტაფონელი ქალი 13 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობდა თურქეთში
+VIDEO "ვუთხარი დედაშენი მალაპარაკემეთქი და დედაჩემს ძინავს შემეშვით, არ გავაღვიძებო"
"მარიამის პაპა მარტო ცხოვრობდა, ის ნაჩხუბარი იყო ოჯახის ყველა წევრთან"
ავტობუსში მსხდომ შეიარაღებულ რუს სამხედროებს აფხაზი კრიმინალები გაეკიდნენ
სამართალდამცველებმა მკვლელობა გახსნეს
+VIDEO| 19 წლის წლის ბიჭმა სა მისმა მეგობარმა 77 წლის კაცს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
21:32 / 28-06-2017  Image ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე საქართველოში დაბრუნდა
იგი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ისა და ირაკლი ფირცხალავას წინააღმდეგ სამოქალაქო დავას იწყებს
19:23 / 28-06-2017  Image "საშიშროება იყო, რომ ეტლში ჩამჯდარი დავრჩებოდი" - გიორგი გოცირიძე ქართველი ექიმების შეცდომებზე საუბრობს
"თურქეთში ქირურგმა მითხრა, ოპერაცია არასწორად არის გაკეთებულიო"
10:25 / 28-06-2017  Image საკუთარი ბინა თვეში 210 დოლარიდან!
სამშენებლო კომპანია „მონოლით ჯგუფი“ უნიკალურ შეთავაზებას აანონსებს
22:51 / 28-06-2017  Image "უკეთესი იქნება პროფესიული სტანდარტების დაცვაზე გეზრუნა...გთავაზობ სანაძლეოს" - გიგი უგულავა ნიკა გვარამიას მიმართავს
"ნიკა, ძვირფასო, ონლაინ გამოკითხვები რომ არაზუსტია ეს ყველამ კარგად ვიცით"
15:07 / 28-06-2017  Image მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს 4 თვის წინ შექმნილი ოჯახი დაენგრა
ყვილმა ინსტაგრამიდან ერთმანეთის ფოტოები წაშალა
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49