"ვინც კლიპში გავაკრიტიკე, იმან ჩამიდო ნარკოტიკი" - Birja Mafia-ს წევრი სასამართლოდან გაათავისუფლეს

"ვინც კლიპში გავაკრიტიკე, იმან ჩამიდო ნარკოტიკი" - Birja Mafia-ს წევრი სასამართლოდან გაათავისუფლეს

ჯგუფ "ბირჟა მაფიას" წევრი მიხეილ მგალობლიშვილი თავისუფალია. სააპელაციო სასამართლომ დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვალა.

მოსამართლის აზრით, მიხეილ მგალობლიშვილის მიმალვის საფრთხე არ არსებობს. შესაბამისად, მისი გათავისუფლება 50 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ, დარბაზიდან მოხდა.

დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა, რასაც პროკურატურაც დაეთანხმა.

"ვინც კლიპში გავაკრიტიკე, იმან ჩამიდო ნარკოტიკი" - ამის შესახებ "ბირჟა მაფიის" წევრმა მიხეილ მგალობლიშვილმა გირაოთი გათავისუფლების შემდეგ განაცხადა.

იხილეთ ვიდეო

ამასთან, მიხეილ მგალობლიშვილის თქმით, სირცხვილია, ვინც მიმდინარე პროცესებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

"სირცხვილია მათი, ვინც სცადა თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის ამ ამბის გამოყენება, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ყველასი მოქალაქეობრივი და მორალური ვალდებულება, რომ ვებრძოლოთ უსამართლობას", - განაცხადა მიხეილ მგალობლიშვილმა.

მან სააპელაციო სასამართლო მხარდამჭერთა შეძახილების ფონზე დატოვა. ამასთან, ემოციური იყო გათავისუფლების შემდეგ მისი ქმედება. მგალობლიშვილმა სხდომათა დარბაზი მისი სიმღერის ტექსტის ციტირებით დატოვა.

ხილეთ ვიდეო: ოვაციები და რეპი სასამართლოში - "ბირჟა მაფიის" ერთი წევრი თავისუფალია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ