აღმაშენებლის ხეივანში სამართალდამცველები, სავარაუდოდ, სპეცოპერაციას ატარებენ

აღმაშენებლის ხეივანში სამართალდამცველები, სავარაუდოდ, სპეცოპერაციას ატარებენ

აღმაშენებლის ხეივანში სამართალდამცველები, სავარაუდოდ, სპეცოპერაციას ატარებენ. დიდი დიღმის ტრასაზე, გლდანის გადასახვევთან, საავტომობილო გზის შუა ნაწილში ნიღბიან პირებს, სავარაუდოდ სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებს რამდენიმე მანქანა ჰყავთ გაჩერებული.

ადგილზე იმყოფებიან ასევე სამართალდამცველების სხვადასხვა ეკიპაჟები. თუ რას უკავშირდება აღნიშნული ღონისძიება, სამართალდამცველები არ საუბრობენ. დიდი დიღმის ტრასაზე აღნიშნული ფაქტის გამო საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ