პროკურატურამ "ბირჟა მაფიის" წევრების დაკავებაში მონაწილე პოლიციელები დაკითხა

პროკურატურამ "ბირჟა მაფიის" წევრების დაკავებაში მონაწილე პოლიციელები დაკითხა

პროკურატურამ ის პოლიციელები გამოკითხა, რომლებიც ჯგუფ "ბირჟა მაფიის" წევრების - მიხეილ მგალობლიშვილისა და გიორგი ქებურიას დაკავებაში მონაწილეობდნენ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პროკურატურაში განუცხადეს.

ამასთან, პროკურატურის მიერ დაწყებული ძიების პარალელურად, ალტერნატიული გამოძიების ჩატარებას გეგმავენ მიხეილ მგალობლიშვილისა და გიორგი ქებურიას ინტერესების დამცველები.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მგალობლიშვილის ადვოკატმა, კახა ცნობილაძემ განუცხადა, დაცვის მხარეს აქვს უფლება, დამოუკიდებლად აწარმოოს პირთა გამოკითხვა და შეაგროვოს მტკიცებულებები, რის გაკეთებასაც ისინი აპირებენ კიდეც.

ანალოგიური მოქმედებების განხორციელებას გეგმავს ასევე გიორგი ქებურიას ინტერესების დამცველი მერაბ ჩიქოვანი.

ჯგუფ "ბირჟა მაფიის" წევრები მიხეილ მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის დააკავა. სასამართლომ მათ თავდაპირველად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა მუსიკოსების მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომ მათ ნარკოტიკული საშუალება სამართალდამცველებმა ჩაუდეს და აღიარებითი ჩვენებები ზეწოლის ქვეშ მიაცემინეს, პროკურატურამ ამ საქმეზე ძიება დაიწყო და სააპელაციო სასამართლოში დაეთანხმა დაცვის მხარის მოთხოვნას ბრალდებულების გირაოთი გათავისუფლების თაობაზე.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ