აფგან მუხთარლის მეუღლე - ვფიქრობ, გამოძიების ფალსიფიცირება ხდება

აფგან მუხთარლის მეუღლე - ვფიქრობ, გამოძიების ფალსიფიცირება ხდება

ვფიქრობ, გამოძიების ფალსიფიცირება ამ ეტაპზე უკვე ხდება, - ამის შესახებ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლემ ლეილა მუსტაფაევამ "რუსთავი 2-თან" საუბრისას განაცხადა.

დაკავებული ჟურნალისტის მეუღლე აცხადებს, რომ ევროპარლამენტარების მოთხოვნა გამოძიების საფუძვლიანი ჩატარებაა, რაც მისი აზრით, ამ ეტაპზე არ ხდება.

"ევროპარლამენტარების მიერ მიღებული რეზოლუციის ერთ-ერთ პარაგრაფში ნათქვამია, რომ აფგან მუხთარლი საქართველოდან კრიმინალური პოლიციის ფორმებში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს. ერთ-ერთი მოთხოვნა ქართული მხარის მიმართ არის ის, რომ გარანტირებული იყოს აზერბაიჯანელების უსაფრთხოება საქართველოში და არ მოხდეს მათი გადაცემა სამშობლოში.

რეზოლუცია ასევე მოითხოვს საქართველოდან საფუძვლიანი გამოძიების ჩატარებას. აქ ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებიდან გამომდინარე, ევროპარლამენტარებს უჩნდებათ ეჭვი, რომ ქართული მხარე გატაცების ოპერაციაში მონაწილეობდა.

ამ ეტაპზე გამოძიება არასათანადოდ მიმდინარეობს. პოლიციას უნდა მოეპოვებინა სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, თუმცა ამბობენ, რომ გატაცების ამსახველი ვიდეომასალა არ არსებობს. მათ აფგან მუხთარლისგან ჩვენება უნდა აიღონ. ქართველი სამართალდამცველები ამისთვის ბაქოში უნდა ჩავიდნენ, თუმცა ჩვენი აზრით, ისინი აზერბაიჯანელ კოლეგებთან მოლაპარაკებებს გამართავენ. ვფიქრობ, გამოძიების ფალსიფიცირება ამ ეტაპზე უკვე ხდება," - განაცხადა ლეილა მუსტაფაევამ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ