თურქეთში ქურდობის ბრალდებით 5 ქართველი დააკავეს - რა ინფორმაციას აქვეყნებს საქართველოს საელჩო

თურქეთში ქურდობის ბრალდებით 5 ქართველი დააკავეს - რა ინფორმაციას აქვეყნებს საქართველოს საელჩო

თურქეთში საქართველოს საელჩო ანტალიაში ქართველების დაკავებაზე ინფორმირებულია. როგორც "ინტერპრესნიუსს" საელჩოში განუცხადეს, ანტალიაში 5 ქართველი ქურდობის ბრალდებითაა დაკავებული. მათივე ინფორმაციით, დაკავებულები ამჟამად ანტალიის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან.

იხილეთ დაკავების ამსახველი ვიდეომასალა

"ახლა ველოდებით დამატებითი ინფორმაციის მოწოდებას, რომლის მიღების შემდეგ ჩვენ დაკავებულებს საელჩოს დახმარებას შევთავაზებთ, კერძოდ, დავეხმარებით ადვოკატის აყვანაში და თუ არ ისურვებენ დახმარებას, დაენიშნებათ სახაზინო ადვოკატი", - განაცხადეს თურქეთში საქართველოს საელჩოში.

როგორც თურქული მედია წერს, დაკავებულებს შორის ერთი ქალია.

პოლიციამ დამნაშავეების იდენტიფიცირება სათვალთვალო კამერების მეშვეობით მოახდინა. დაკავებულების საცხოვრებელ სახლებში ამოღებულია ოქროულობა, მობილური ტელეფონები და კომპიუტერები.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ