რა ბრალდებით დააკავა სტამბოლის პოლიციამ საქართველოს ხუთი მოქალაქე

რა ბრალდებით დააკავა სტამბოლის პოლიციამ საქართველოს ხუთი მოქალაქე

სტამბოლის პოლიციამ საქართველოს კიდევ ხუთი მოქალაქე დააკავა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულებს მოქალაქეებისთვის თანხების გამოძალვა ედებათ ბრალად.

როგორც თურქული მედია წერს, ქართველებისგან შემდგარი ჯგუფი სტამბოლში ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოქმედებდა.

თურქულ მედიაში ასევე მოყვანილია დაკავებული ქართველების ინიციალები: მიხეილ ჯ (31 წლის), მამუკა ჯ (39 წლის), ტარიელ ს (46 წლის), ემზარ რ (54 წლის), მალხაზ გ (30 წლის).

აღსანიშნავია, რომ 16 მაისს თურქმა სამართალდამცველებმა ანტალიაში ხუთკაციანი ჯგუფი დააკავეს, რომლებსაც ბრალად მანქანებისა და სახლების ძარცვა ედებათ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართველების დაკავების შესახებ გენერალურ საკონსულოში ოფიციალური შეტყობინება უკვე შესულია.

"ოფიციალური შეტყობინება უკვე შესულია სტამბოლში გენერალურ საკონსულოში და მიმდინარეობს გამოძიება", - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" საგარეო უწყებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ