დეკანოზი გიორგი მამალაძე - ისე მითვალთვალებდნენ, რომ აღწერილი აქვთ რამდენი ჭიქა წყალი მაქვს დალეული რომელ საათზე - ციანიდი რომ შემეძინა, ამის დადგენა არ გაუჭირდებოდათ

დეკანოზი გიორგი მამალაძე - ისე მითვალთვალებდნენ, რომ აღწერილი აქვთ რამდენი ჭიქა წყალი მაქვს დალეული რომელ საათზე - ციანიდი რომ შემეძინა, ამის დადგენა არ გაუჭირდებოდათ

ისე მითვალთვალებდნენ, რომ აღწერილი აქვთ რამდენი ჭიქა წყალი მაქვს დალეული რომელ საათზე. ციანიდი რომ შემეძინა, ამის დადგენა არ გაუჭირდებოდათ, - ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილშია აღნიშნული, რომელიც ბრალდებულმა ე.წ. მატროსოვის ციხიდან "ინტერპრესნიუსს" გამოუგზავნა.

წერილში დეკანოზი სააგენტოს რამდენიმე შეკითხვას პასუხობს.

გიორგი მამალაძის შეფასებით, გამოძიება საკუთარ სიცრუეში აიხლართა, რაც სასამართლო პროცესებზე უკვე ჩანს.

"მე მღვდელი ვარ, ჩემს სულიერ მდგომარეობას რწმენა, სასოება და სიყვარული განსაზღვრავს. განსაცდელი კი, ჩვენთვის უფლის საჩუქარია. ერთადერთი, ზიარება მინდა და ამას ველოდები. რაც შეეხება სასამართლო სხდომების დახურვას, უფალი ბრძანებს: "არა არს დაფარული, რომელიც არა გამოცხადნეს და დამალული, რომელიც არა საცნაურ იყოს", - აცხადებს დეკანოზი.

რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად ელოდება, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე სხვა პირების მიმართაც მოხდება ბრალის წარდგენა, დაკავებული დეკანოზის თქმით: "თუკი სხვა ადამიანებსაც დასწამებენ ცილს, ამით უფრო მეტად დაიმძიმებენ სულს".

საპატრიარქოს იურისტის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით კი, რომელიც 50 მილიონი ევროს სკანდალს უკავშირდება, დეკანოზი გიორგი მამალაძე განმარტავს: "ჩემი ნებისმიერი ნაბიჯი შეთანხმებული იყო უწმინდესთან. ამას ხელშეკრულებებზე თანდართული მინდობილობებიც მოწმობს".

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ