სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეში მსჯავრდებულები პატიმრობაში დატოვა

სააპელაციო  სასამართლომ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეში მსჯავრდებულები პატიმრობაში დატოვა

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეში მსჯავრდებული, კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ირაკლი ფირცხალავა, ასევე ყოფილი პოლიციელი, გიორგი ცააძე სააპელაციო სასამართლომაც გაამტყუნა.

მოსამართლეთა კოლეგიამ გაითვალისწინა პროკურატურის არგუმენტები და ყოფილი სამართალდამცველები დამნაშავედ სცნო.

განაჩენი სააპელაციო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. ფარცხალაძის და ცააძის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფარცხალაძეს და ცააძეს 12-12 წლიანი პატიმრობა აქვთ შეფარდებული, რაც დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ