ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში რამდენიმე საკადრო გადაადგილება განხორციელდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში რამდენიმე საკადრო გადაადგილება განხორციელდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში რამდენიმე საკადრო გადაადგილება განხორციელდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს.

"ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის ეფექტურობის გაზრდის და სამსახურის გაძლიერების ფარგლებში დაწყებული რეორგანიზაციის ფარგლებში სამართალდამცავი უწყების რეფორმირების და ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურების მიმართულებით, სამსახურის ხელმძღვანელის მხრიდან კვლავ გაგრძელდება მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა და შიდა რგოლებიდან პროფესიონალი და კვალიფიციური კადრების დაწინაურება წახალისებ", - განაცხადა საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან გამყრელიძემ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საკადრო გადაადგილების შედეგად, საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსს ახალი მოადგილეები ჰყავს, საშტატო გადაადგილებები განხორციელდა საგამოძიებო დეპარტამენტის რეგიონულ სამმართველოებში, შეიცვალნენ შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, აჭარა - გურიის, სამეგრელო - ზემო სვანეთის, სამცხე ჯავახეთის, მცხეთა მთიანეთისა და კახეთის რეგიონული სამმართველოების უფროსები და მათი მოადგილეები, ამ დრომდე ვაკანტურია იმერეთის და რაჭა ლეჩხუმის სამმართველოს უფროსის პოსტი, ამ პოზიციებზე სამსახურის ქვედა რგოლებიდან დაწინაურდნენ კვალიფიციური კადრები, რომლებიც საგამოძიებო დეპარტამენტის სამმართველოებში სხვადასხვა პოზიციებს იკავებდნენ.

როგორც უწყებაში განმარტავენ, საგამოძიებო სამსახურის მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით ეკონომიკურ და ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლის მიზნით და არსებული ადამიანური რესურსის ეფექტიანად გამოყენების თვალსაზრისით, კვლავ გაგრძელდება შიდა რგოლებიდან პროფესიონალი კადრების დაწინაურება. სამსახურში რეორგანიზაციის ფარგლებში დაგეგმილი საშტატო გაადადგილებები და საკადრო დანიშვნები თვის ბოლოს დასრულდება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ