ავარია წერეთლის გამზირზე: ერთმანეთს მოტოციკლი და სამარშრუტო ტაქსი შეეჯახა

ავარია წერეთლის გამზირზე: ერთმანეთს მოტოციკლი და სამარშრუტო ტაქსი შეეჯახა

თბილისში, წერეთლის გამზირზე ავარია მოხდა. შემთხვევას თვითმხილველები ცოტა ხნის წინ შეესწრნენ. როგორც ერთ-ერთი მათგანი ყვება, ერთმანეთს მოტოციკლი და 108 ნომერი სამარშრუტო ტაქსი შეეჯახა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. თვითმხილველის თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მოტოციკლს მართავდა მძიმედ დაშავდა და საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევის შედეგად დაზიანდა სამარშრუტო ტაქსიც, იგი ევაკუატორით გადაიყვანეს. სამარშრუტოს მგზავრები არ დაშავებულან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრულია.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ