სასამართლომ ეკა ბესელიას შვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა

სასამართლომ ეკა ბესელიას შვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ეკა ბესელიას შვილის, რატი მილორავას სარჩელი შპს "დრონი.ჯი"-ს წინააღმდეგ არ დაკმაყოფილდა. მილორავა "დრონი.ჯი"-სგან ითხოვდა, გავრცელებული მცდარი ფაქტების შემცველი, პირისათვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადებების უარყოფასა და სანაცვლოდ მორალური ზიანის ანაზღაურებას.

მოსარჩელის განმარტებით, შპს "დრონი.ჯი"-ს მიერ, მის საკუთრებაში არსებულ ინტერნეტ საინფორმაციო სააგენტო "პრესა.გე"-ზე, გავრცელდა ინფორმაცია, 2014 წლის 30 აგვისტოს, დაჩი დარჩიას მკვლელობამდე, თბილისში, ავლაბარში მდებარე "სქაი ბარში," დაჩი დარჩიას მკვლელობაში ეჭვმიტანილ მიხეილ გრძელიშვილთან ერთად, რატი მილორავას ყოფნის, გარდაცვლილთან მათი შელაპარაკების და მკვლელობაში ეჭვმიტანილის და მოსარჩელის მეგობრობის შესახებ.

"თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა რატი მ.-ს სარჩელი შპს "დრონი.ჯი"-ს მიმართ, გავრცელებული მცდარი ფაქტების შემცველი, პირისათვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადებების უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ.

მოსარჩელის განმარტებით, შპს "დრონი.ჯი"-ს მიერ, მის საკუთრებაში არსებულ ინტერნეტ საინფორმაციო სააგენტო "პრესა.გე"-ზე, გავრცელდა ინფორმაცია, 2014 წლის 30 აგვისტოს, დაჩი დ.-ს მკვლელობამდე, თბილისში, ავლაბარში მდებარე "სქაი ბარში," დაჩი დ.-ს მკვლელობაში ეჭვმიტანილ მიხეილ გ.-სთან ერთად, ერთ-ერთი პარლამენტარის შვილის რატი მ.-ს ყოფნის, გარდაცვლილთან მათი შელაპარაკების და მკვლელობაში ეჭვმიტანილის და მოსარჩელის მეგობრობის შესახებ. მოპასუხე შპს "დრონი.ჯი""-მ სარჩელი არ ცნო.

ვინაიდან მოსარჩელე მხარემ ვერ დაამტკიცა, რომ მოპასუხის მიერ, მის მიმართ გავრცელებული ცნობები იყო ცილისმწამებლური, არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და მისთვის ზიანის მიმყენებელი, სასამართლომ არ დააკმაყოფილა რატი მ.-ს სარჩელი, ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ სარჩელი იყო ხანდაზმული, "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე", - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში

"პრესა.ჯი" 2014 წლის 30 აგვისტოს წერდა, რომ გამოცემას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ დიჯეი და რეჟისორი, დაჩი დარჩია იმ პიროვნებამ მოკლა, რომელთან ერთადაც ბარში იმყოფებოდა დეპუტატ ეკა ბესელიას შვილი, რატი მილორავა.

"წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით კი: "დაჩი დარჩიასა და მიხეილ გ-ს შორის შელაპარაკება "სქაი ბარში" მოხდა. ეჭვმიტანილმა, რომელიც ეკა ბესელიას შვილთან, რატი მილორავასთან ერთად იყო, დარჩიას "რამე კაის" დაკვრა სთხოვა, რაზეც მან უპასუხა რომ "ასეთები "სქაიში" არ ხდება". სწორედ ეს გახდა იმ ბიჭსა და დაჩის შორის კონფლიქტის მიზეზი. მათ შორის დაწყებული დაპირისპირება "სქაი ბარის" დაცვამ განმუხტა, რომელმაც ეჭვმიტანილს ბარი დაატოვებინა. ამის შემდეგ ბარი მალევე დატოვა ბესელიას შვილმა, რატი მილორავამაც, ორ მეგობართან ერთად", - წერდა წყაროზე დაყრდნობით "პრესა.ჯი".

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ