პროკურორი - ირაკლი მამალაძემ მისცა სწორედ ის ჩვენება, რაც გამოძიების ეტაპზე ჰქონდა მიცემული

პროკურორი - ირაკლი მამალაძემ მისცა სწორედ ის ჩვენება, რაც გამოძიების ეტაპზე ჰქონდა მიცემული

ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო პროცესი 26 ივნისს განახლდება. დღევანდელ სხდომაზე კი საქმის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე დაიკითხა.

ადვოკატების ინფორმაციით, ირაკლი მამალაძემ დეკანოზისადმი წარდგენილი ბრალი არ დაადასტურა და მისი ჩვენება ურთიერთგამომრიცხავი იყო. ასევე, მისი ჩვენება ეფუძნებოდა მხოლოდ ვარაუდებს.

"ირაკლი მამალძემ სასამართლოს მისცა არათანმიმდევრული და ურთიერთგამომრიცხავი ჩვენება, რომელიც არსებით წინააღმდეგობაში მოდის მის მიერ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებებთან. მან დაადასტურა ის გარემოება, რომ მის მიერ გაკეთებული ფარული ჩანაწერებისა და იმ ინფორმაციებისგან, რომლებიც მან მიიღო მამა გიორგი მამალაძისგან, არ გამომდინარეობდა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის ფაქტი. მან დაადასტურა, რომ მამა გიორგიმ მასთან ახსენა, რომ ის ადამიანის მოკვლას არ გეგმავდა, ღმერთმა დამიფაროსო",- განაცხადა სახაზინო ადვოკატმა პაატა მეხრიშვილმა.

საპირისპიროს აცხადებს პროკურორი ზვიად გუბელაძე. "მოწმემ ცალსახად დაადასტურა, რომ ბრალდებულ გიორგი მამალაძეს ციანიდი სჭირდებოდა გერმანიაში გასამგზავრებლად, რათა იქ ჩაედინა ადამიანის მკვლელობა. ირაკლი მამალაძემ განმარტა, რომ გიორგი მამალაძეს ჰქონდა ზიზღი შორენა თეთრუაშვილის მიმართ, მას აღიქვამდა კარიერული წინსვლისა და მატერიალური კეთილდღეობის დამაბრკოლებლად და ამბობდა, რომ დასაბრედია. ირაკლი მამალაძემ მისცა სწორედ ის ჩვენება, რაც გამოძიების ეტაპზე ჰქონდა მიცემული და ცალსახად თქვა, რომ გიორგი მამალაძეს სურდა ადამიანის მკვლელობა და განმარტა, რომ სურდა, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობაც", - განაცხადა პროკურორმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ