პოლიციელებს, რომლებსაც დათო როსტომაშვილის თავდასხმაში ბრალდებული გაექცათ, პროკურატურამ ბრალი წაუყენა

პოლიციელებს, რომლებსაც დათო როსტომაშვილის თავდასხმაში ბრალდებული გაექცათ, პროკურატურამ ბრალი წაუყენა

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამ თანამშრომელს ბრალი წაუყენა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პროკურატურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამ თანამშრომელს ზ. გ.-ს, ა. ტ.-ს და ი. ქ.-ს ბრალი წარუდგინა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის I ნაწილით,.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 14 ივნისს, საქართველოს შს სამინისტროს შესაბამისი რაიონის თანამშრომლებმა დ.რ.-ზე ყაჩაღობის მიზნით განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულის სახით დააკავეს ბ. კ., რომლის დროებითი მოთავსების იზოლატორში ბადრაგირება დაევალათ ამავე განყოფილების თანამშრომლებს - ზ. გ.-ს, ი. ქ.-სა და ა. ტ.-ს.

შსს ქ. თბილისის პოლიციიის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ყოფნისას, სადაც ასევე მდებარეობს დროებითი მოთავსების იზოლატორი, დასახელებული თანამშრომლები დაუდევრად მოეკიდნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას, რითაც ისარგებლა დაკავებულმა და ტერიტორიიდან მიიმალა.

2017 წლის 23 ივნისს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ გირაო და გადაყენებული იქნენ დაკავებული თანამდებობიდან.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით ითვალისწინებს", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იუმორისტ დათო როსტომაშვილს 14 ივნისს ყაჩაღობის მიზნით თავს დაესხნენ. არსებული ინფორმაციით, როსტომაშვილს თავში ბეისბოლის ბიტა ჩაარტყეს. შესაბამისი გამოკვლევები მას ინგოროყვას კლინიკაში უკვე ჩაუტარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავდასხმაში ბრალდებული ერთი პირი უკვე დააკავა. მეორე პირი, კი რომელიც პოლიციას ბადრაგირების დროს გაქეცა, ამ დრმდე იძებნება.

წაიკითხეთ: დათო როსტომაშვილზე თავდასხმას მისი ქალიშვილი აშშ-დან ეხმაურება - "რომელ კანონზეა საუბარი, როდესაც დამნაშავე ე.წ. კაპეზედან გაგექცევა"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ