დაჭრილია 4 ადამიანი... - გურამიშვილის გამზირზე მომხდარი დაპირისპირების დეტალები

დაჭრილია 4 ადამიანი... - გურამიშვილის გამზირზე მომხდარი დაპირისპირების დეტალები

გურამიშვილის გამზირზე, ”აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტთან” მომხდარ შემთხვევაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. თვითმხილველების ინფორმაციით, დაჭრილია 4 ადამიანი.

როგორც თვითმხილველებმა ”ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, დაშავებულები უნივერსიტეტში მიმდინარე სპორტული ღონისძიებიდან გამოდიოდნენ, რა დროსაც მათ 2 თავდასხმელი დაესხა თავს და ცივი იარაღით დაჭრა. მათივე თქმით, დაჭრილთაგან 2 სპორტსმენია, 2 კი გულშემატკივარი. მათგან ერთი მძიმე მდგომარეობაშია, 2 - მსუბუქად, კიდევ ერთს სხეულზე მხოლოდ ნაკაწრები აღენიშნება.

როგორც ცნობილია, დაპირისპირების დროს დაცვის თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა. დაპირისპირება თავდამსხმელებსა და დაჭრილებს შორის, სავარაუდოდ, გუშინ დაიწყო. დაშავებულები მე-5 და მე-8 საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ