შოთა (მევლუდ) ჭიჭიაშვილი გივი თარგამაძეზე თავდასხმაში რაიმე მონაწილეობას უარყოფს

შოთა (მევლუდ) ჭიჭიაშვილი გივი თარგამაძეზე თავდასხმაში რაიმე მონაწილეობას უარყოფს

შოთა (მევლუდ) ჭიჭიაშვილი გივი თარგამაძეზე თავდასხმაში რაიმე მონაწილეობას უარყოფს. როგორც ჭიჭიაშვილმა ტელეკომპანია ”რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, გივი თარგამაძის ბრალდებები მის მიმართ არის ცილისწამება.

”უსამართლობის გრძნობა მიპყრობს და რა თქმა უნდა ვბრაზობდი კიდეც, ეს ხომ ჩვეულებრივი, ადამიანური მომენტია. რამის დაბრალება ყველანაირი საფუძვლის გარეშე უსამართლობაა და ასე არ შეიძლება. მე გივი თარგამაძის აფეთქების საქმეში არც პირდაპირი, არც ირიბი კავშირი არ მაქვს. არც შეიძლება მქონოდა. მე ამ ადამიანს არც ვიცნობ, არც არანაირი კვეთა არ მქონია მასთან, არც მტერია და არც მოყვარე, ნეიტრალურად ვარ განწყობილი მის მიმართ. ყოველ შემთხვევაში აქამდე ასე იყო...”, - განაცხადა ჭიჭიაშვილმა.

მისივე თქმით, დიმიტრი აბრამიშვილი სპეციალურად არის ნახსენები, რომ მასთან მოხდა დაკავშირება. ”რატომ გაჟღერდა მაინც და მაინც დიმიტრი აბრამიშვილი?! იმიტომ, რომ ყოფილიყო რგოლი ჯაჭშვი, რომელი ჯაჭვიც ჩემზე გამოიყვანდა. თქვენი საუბრიდან გამომდინარე, მე დამირეკა თუ ჩემს ნათესავებს მაგ ხალხმა, მაგრამ ეს იძლევა იმის საშუალებას ამტკიცოთ, რომ ყველაფრის თავი და ორგანიზატორი მე ვარ?!”, - აცხადებს ჭიჭიაშვილმა.

რაც შეეხება პიტერ შოუს, არანაირი კავშირი, არც პირდაპირი არც ირიბი მის გატაცებასთან არ მაქვს. წითელი ჯვრის წარმომადგენლები მე გავათავისუფლე, გადავარჩინე სიკვდილს. მათ გატაცებაში არანაირი წვლილი არ მიმიძღვის. რაც შეეხება ესპანელ ბიზნესმენებს და პეტრე ცისკარიშვილს - კი და მე ამის გამო სასჯელი მოვიხადე.

მან ასევე ისაუბრა, მის მიმართ ბრალდებებზე სხვა საქმეებთან დაკავშირებით. ”დეპუტატი გივი თარგამაძე აცხადებს, რომ ბრალდებული დარჩო ხეჩუაშვილის ბლოკნოტში, რომელშიც სამიზნის, ანუ გივი თარგამაძის, საცხოვრებელი ბინის მონახაზი იყო გაკეთებული, ასევე ჩაწერილი იყო რამდენიმე მისამართი. დეპუტატი ამბობს, რომ გამოძიება ამ მისამართებით არ დაინტერესებულა”, - აღნიშნა ჭიჭიაშვილმა.

მისი თქმით, სამართალდამცველების მიერ ამოღებული ვიდეოჩანაწერიდან კიდევ ერთი პირის - წარსულში არაერთხელ ნასამართლევი დიმიტრი აბრამიშვილის, თანამონაწილეობა იკვეთება.

ტელეკომპანია ”რუსთავი 2” 11 ივნისს გასულ სიუჟეტში მიუთითებს: ”ცნობილია, რომ დიმიტრი აბრამიშვილი, მეტსახელად ბარადა, ოთხმოცდაათიან წლებში პანკისის ხეობაში მოქმედი და ჭიჭიაშვილ-ციხისთავის სახელით ცნობილი ასკაციანი დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი იყო.

ირკვევა, რომ გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობაში მონაწილე სამივე ადამიანს - დიმიტრი აბრამიშვილის, დარჩო ხეჩუაშვილისა და ბორის ჩაგუნავას, მუხროვანის პირველ ამბოხი აერთიანებთ. თუმცა, სამივე მათგანი მაშინაც და ახლაც მხოლოდ შემსრულებლები იყვნენ”.

გივი თარგამაძე ქართულ ძალოვან უწყებას, დიმიტრი აბრამიშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყებისკენ მოუწოდებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ